პოლიციამ თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის და მისი ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების პირობებშიც კი, შეიძლება ობიექტურად თუ სუბიექტურად მივიღოთ ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურად მუშაობისათვის და ზოგადად, სახელმწიფოში შექმნის დესტაბილიზაციის და უმართავი პროცესების განვითარების საშიშროებას!
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
მივესალმები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ვიზიტს ბათუმის პორტში; მივესალმებით ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, მათ ეკიპაჟებსა და პირად შემადგენლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ იმყოფებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, აშშ კვლავ აქტიურად აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას და შეშფოთებული არიან მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძის განცხადება, თითქოს ვინმე გეგმავდა ჩემს მოწამვლას, გარდა იმისა, რომ მათი ფანტაზიის ძალიან მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს, ასევე არის ყურადღების გადატანის მცდელობა აბსოლუტურად არაადეკვატურ და არარელევანტურ საკითხზე, - განაცახდა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საპასუხოდ.
„განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
რაც დღეს ხდება ექსპრეზიდენტის მიმართ, არავითარ კავშირში არაა სამართალთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.