თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ნატოს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი სტუმრობს. აღნიშნული ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა. ვიზიტი იძლევა უნიკალურ და რეალისტურ შანს, ნატომ აღიაროს სკოლის სწავლებისა და ორგანიზაციული მართვის სისტემის სრული შესაბამისობა ნატოს სტანდარტებთან.
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, №18 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო, – ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია, სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს და განმარტვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის ვალდებულების გათვალისწინებით, მასთან დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ვიზიტორები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამამ, გრიგოლ ბრეგაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს წერილითვე უპასუხა.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) ახალი მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების, განსაკუთრებით, ნატო- საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ფუნქციონირებისა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმების გაცნობას.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 56 018 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 330 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 688 PCR ტესტით.
გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას, როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას - სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმისდა მიუხედავად, ის პატიმარი იყო თუ არა.
„აქ არის სწორედ წყალგამყოფი, როდესაც ვინმე ბედავს და მსგავს ტყუილს ამბობს, როდესაც ვინმე ჩვენ გვაბრალებს წამებას. და ვინ გვაბრალებს წამებას? – ის რეჟიმი, რომელსაც პატიმრები ჩაჰყავდა და მიცვალებულებზე აბამდნენ?!” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის (რესპუბლიკური საავადმყოფო) პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, ვინაიდან აპარატი ციხის სამკურნალო დაწესებულებაშია გადატანილი, სინამდვილეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.