პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეკადრებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კადრების გამოქვეყნება „სამარცხვინო და დანაშაულებრივი“ იყო.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეული ნაწილის ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დღეს რუსთავსა და თბილისში დაგეგმილ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განაცხადებას ავრცელებს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 53 544 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 490 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 054 PCR ტესტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოში შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 172 სკოლა და ცალკეული 408 კლასი.
ჩვენი მკაცრი რეკომენდაცია იქნება, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არ იქნეს გაყვანილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან, რადგან შეიძლება, საფრთხე წარმოეშვას უშუალოდ მას და სწორედ მისი უსაფრთხოების ინტერებიდან გამომდინარე ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ მართლწესრიგი, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში და ამ კონტექსტში სუს-ის განცხადებაზე გააკეთა აქცენტი.
გავიდა გარკვეული პერიოდი და მიხეილ სააკაშვილი დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო გარკვეული ფაფები და ნატურალური წვენები, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.
მივმართავ ბიძინა ივანიშვილს - ვითარება არის უკიდურესად მძიმე, მოსალოდნელი არის კოლაფსი. როგორც თვითონ მითხრა სააკაშვილმა, ძალიან ცოტა დრო დარჩა მისი შეგრძნებით, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხესთან, პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.
მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები დღითიდღე უარესდება და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
ბოლო ათწლეულში განსაკუთრებული წარმატებით გავაგრძელეთ სულხან-საბას დაწყებული ისტორიული „დიპლომატიურ მისია“, რამაც ჩვენი ევროპულ ოჯახში დაბრუნება უნდა უზრუნველყოს, ამ მიზნის განხორციელების ავანგარდში კი ქართველი დიპლომატები დგახართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.