ვაზიანში, საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP-T) მე-8 როტაციის დახურვის ცერემონია გაიმართა.
პრეზიდენტი გიორგი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს. ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლეში გუშინ გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი.
განსაკუთრებით ნასიამოვნები ვარ საქართველოში ვიზიტით. პოლიტიკური კრიზისი უკანაა მოტოვებული და ეს ახალ დასაწყისს აღნიშნავს, დასაწყისს მძიმე შრომისა, რაც წაიყვანს საქართველოს წინ თავის ევრო-ატლანტიკურ გზაზე, - აღნიშნულ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „Facebook“-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
კახეთში, აფენი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე სატვირთო ავტომობილისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
მოხარული ვარ, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტიდან ექვსი კვირის შემდეგ კვლავ აქ, საქართველოში ვიმყოფები. სასიამოვნოა აქ ყოფნა და შეხვედრა პოლიტიკურ ლიდერებთან, რომლებიც ამიერიდან იმუშავებენ ერთად ინკლუზიურ პარლამენტში, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
დარწმუნებული ვარ, გუშინ მიღებული გადაწყვეტილება და მრავალი პოლიტიკური ლიდერის მიერ ხელმოწერა არის ძალიან ძლიერი სიგნალი და გზავნილი. თუმცა ეს არ არის საკმარისი. მათ უნდა შეასრულონ შეთანხმება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, რომელიც საქართველოს დღეს ეწვია.
საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი. ბატონ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ საქართველოს და ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული მისწრაფებებისა და ფასეულობებისადმი, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან თანამშრომლობის დღის წესრიგს და ამავდროულად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვა ვრცელდება.
შეთანხმება შედგა, ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. ხელოვნური კრიზისი ამოწურულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.