ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ - ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. 

სრულად...

საქართველოში 18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

სრულად...

„ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს“, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და განმარტავს, რომ ხელს აწერს სამი რამის გამო.

სრულად...

მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულების ბოლო აკორდი უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები შევლენ პარლამენტში, და აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებს, რომ შეთანხმება შედგა. ამის შედეგ 1 კვირაში ხელს მოვაწერ შეწყალების გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონისა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის მიერ დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულ სხვადასხვა ლოკაციებზე „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) გაიმართა.

სრულად...

მმართველი გუნდი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით.

სრულად...

„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია, ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

სრულად...

იმისათვის, რომ საქართველოში „ისევ ქაოსით, არეულობით, ქუჩით და შეტაკებებით“ არ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ახალი არჩევნები ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გარეშე უნდა ჩატარდეს, რათა ქართველ საზოგადოებას შედეგებისამდი ნდობა გააჩნდეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში კიევიდან პირდაპირი ჩართვის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტზე საუბრისას.

სრულად...

„გირჩის“ წევრებმა - სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი