ვიდრე ორ მთავარ საკითხზე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე - შეთანხმება ვერ მოხდება, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.

სრულად...

ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების რჩევებს, წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ, გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40-პროცენტიანი მაჩვენებლის გაზრდაზე,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, ახალი ვარიანტის გამოქვეყნება კი საერთოდ არ იყო საჭირო და არც პროცენტებზე ვაჭრობაა მართებული.

სრულად...

ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი გენერალური მდივანი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

სრულად...

2021 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

სრულად...

მზე, ქარი, მთვარე და სხვა მსგავსი ფინანსურად, ტექნიკურად და პოეტურად რთული საკითხები დროებით განზე რომ გადავდოთ, რომელმაც 30-50 წლის შემდეგ შეიძლება ითამაშოს მეტ-ნაკლებად საგრძნობი როლი ქვეყნის ენერგომომარაგებაში, ელემენტარული ამბავია, რომ დენი გვჭირდება დღეს და არც თუ ისე შორეულ მომავალში და ის არ გვექნება, თუ ახლა არ აშენდა რაიმე.

სრულად...

„დოკუმენტი არ მომწონს და არ მჯერა, რომ ის კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას. თუმცა ამ დოკუმენტში კარგი ისაა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმი არის უკეთ გაწერილი“, განაცხადა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შარლ მიშელისმიერ წარდგენილი ახალი დოკუმენტის შესახებ კომენტირებისას და დაამატა, რომ მასზე ხელმოწერის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

სრულად...

ჩვენ მოვაწერეთ დოკუმენტს ხელი, რომელიც იყო ხანგრძლივი განხილვის შედეგი. იმ დოკუმენტში საერთოდ არ იყო ნათქვამი არანაირ პროცენტებზე და არანაირი ბმა არ არსებობდა რაიმე კუთხით რიგგარეშე არჩევნებთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

სრულად...

2021 წლის 16 აპრილს „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული შეთავაზების თანახმად, 2022 წელს დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუ პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებს მოქმედი პროპორციული ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, – ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის წარდგენილ ახალ დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი