თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს გადატანილი აქვს COVID-19 (მათგან 101 641 პირმა ამის შესახებ იცის, ხოლო 204 520-მა არ იცის). შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქ. თბილისის ზრდასრულ მოსახლეობაში ე.წ. იმუნური ფენა შეადგენს ამ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს – ამის შესახებ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

სრულად...

პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ისრაელის ელჩს რან გიდორს შეხვდა. მინისტრმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის, ასევე სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა და ჩვენი ერების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა. 

სრულად...

„დღევანდელი დღიდან ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი“, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

სრულად...

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის მიერ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე მოულოდნელმა ხელმოწერამ გაღიზიანება გამოიწვია ოპოზიციურ პარტიაში, რომლის პოლიტსაბჭოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ვაშაძე „როგორც პოლიტიკოსი, ფაქტობრივად აღარ არსებობს“.

სრულად...

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშოროსო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. შარლ მიშელი ვიზიტს პრეზიდენტთან შეხვედრით დაიწყებს, რის შემდეგაც ისინი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

სრულად...

თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, ვინ უნდა იყვნენ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სრულად...

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს და პარლამენტში შევიდეს. ამასთან, იგი ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი