საქართველოში „ფაიზერის“ 29 250 დოზა შემოიტანეს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საქართველოში გამოიყენება მხოლოდ ჯანმოს ან მის მიერ აღიარებული მკაცრი მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან ავტორიზებული ვაქცინები, რაც ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტიაა.
ერთი მხრივ, ხილული დაპირისპირება, მეორე მხრივ, ხელშეკრულების ''სტრატეგიული შეტევითი შეიარაღება-3'' გაგრძელება, და მესამეც, სულ ახლახან: ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციის ექსპერტების ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ევროპიდან ფარულად გაიტანეს ბირთვული იარაღის ნაწილი: 150 საბრძოლო მუხტიდან იგი შემცირებული იქნა 100 საბრძოლო მუხტამდე.
პირდაპირ ვიტყვი, რომ მესამე ტალღის რისკი არსებობს. ბოლო ერთი კვირაა, შეინიშნება ყველა მაჩვენებლის გაუარესება და თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს, შეიძლება მარტივად შევიდეთ მესამე ტალღაში, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
გუშინ ამერიკის სენატში გამართული მოსმენა კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორისათვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს.
თეა წულუკიანთან, აწ უკვე კულტურის მინისტრთან მაქვს ერთი შეკითხვა - იმ ხელისუფლების ნაცვლად სრცხვენოდა და ამ ხელისუფლების მიერ ჩადენილი ჩემი და ფონდ „იავნანას“ ორგანიზებული დისკრედიტაცია ეამაყება? - ამის შესახებ Facebook-ში განცხადებას გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აქვეყნებს, რომელსაც თან წულუკიანის 2013 წლის ვიდეოინტერვიუს ფრაგმენტს ურთავს.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დასტაბილურდა, ქვეყანა მაინც სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან უპრეცედენტო პასიურობა და უდიდესი სკეპტიციზმია ვაქცინის მიმართ და ამასთან, ხალხი გათამამდა, აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოთქმულ მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კახა კუჭავამ.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და თქვა, რომ უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები იქნებიან კორუფციასთან ბრძოლაში.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თავისი მოადგილეები წარადგინა. როგორც სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე წულუკიანმა განაცხადა, მისი პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, მოადგილეები კი სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.
შეზღუდვებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მსჯელობა. საქართველოში გვაქვს რამდენიმე რეგიონი, რომელიც შესაძლოა წითელ ზონად ჩამოყალიბდეს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „იმედის დილაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.