პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამერიკელი სენატორი, სენატის ვროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინი სენატში, სენატში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენების შემდეგ „ტვიტერში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს და გამოხატავს იმედს, რომ საქართველოში არსებული „ამჟამინდელი ჩიხი“ მოლაპარაკების გზით და ოპოზიციის პარლამენტში შესვლით დასრულდება.
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა,სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხზე მოსმენისას განაცხადა, რომ დღეს საქართველოს წინაშე არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობა ყველა მხარეს ეკისრება.
როდესაც ვუსმენთ ქართველებს, მათ შორის ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო და რომელთანაც ახლოს ვმუშაობდით, საქართველოს გზისადმი ერთგულება და მათი სტრატეგიული მიზანი აშკარაა, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპულ და ევრაზიულ საქმეებში ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატში, სადაც საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართა.
ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის, სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა. მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტორნული სამაჯური. ამ სიტუაციაში უდნაშაულო არავინაა, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა და დასძინა, რომ საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა.
საქართველოში შექმნილი ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი მოგებული რუსეთია. რუსეთი ქაოსისგან სარგებელს იღებს. ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული თითოეული დღე რუსეთის გამარჯვებაა, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე.
„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში სტუმრობისას განაცხადა. მან ოპონენტების მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების კვებაზე ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია.
„აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია მზად არის კიდევ უფრო მეტი გააკეთოს საქართველოსთან პარტნიორობისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
გიორგი გახარიას გზავნილი იმის ხაზგასმად მივიღეთ, რომ ის აპირებს პოლიტიკაში აქტიურად იყოს ჩართული. პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური მოთამაშე შემოვიდა, ვნახოთ, რას იზამს – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ მინისტრის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ გარკვეულ მომენტში, როდესაც სახელმწიფოში პრინციპული საკითხების გადაწყვეტის დრო იდგა, გიორგი გახარიამ სისუსტე გამოიჩინა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.