პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სარჯველაძეს არ სჯერა, რომ ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებული გიორგი გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს.
ვიცით, რომ გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ გეგმა „ბე“, მისი მესამე ძალად წარმოჩენა უადგილოა, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ინგრიდა ლევრენსს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, თანამდებობა დატოვა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დათა ვანიშვილს სიკვდილის შემდეგ „სამოქალაქო თავდადების“ მედლით დააჯილდოებს. ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის სამსახური ავრცელებს.
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, საჯაროდ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პოლიტიკაში დაბრუნების საკითხს სოციალურ ქსელ „თვითერზე“ უბრუნდება და ამბობს, რომ ამჟამად მისი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა იქნება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე მისთვის გასაკვირი იყო, ისევე როგორც მისი მთავრობის მეთაურის პოსტიდან წასვლა.
გასაგებია, რომ ჩემგზაგავლილ კაცს აღარაფერი უნდა მიკვირდეს! მაგრამ მაინც მიკვირს! რა მიკვირს?! ადამიანთა სიბრიყვე!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.