მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა წუხილი და სამძიმარი გამოვუცხადო მეგი ბაქრაძის ოჯახს. ვიზიარებ ამ უსამართლო და უდროო გარდაცვალებისგან გამოწვეულ დიდ მწუხარებას. სამძიმრის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცლებს.
აშშ-ის საელჩო სამძიმარს უცხადებს დღეს ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.
წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის მთავარი გეოლოგი ლევან ჯაფარიძე ვაშლიჯვრის ფერდზე განვითარებული მეწყრული პროცესის შესწავლის პროცესში ჩაერთო და პროცესით გამოწვეულ საფრთხეებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან პირველი განმარტება გააკეთა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მხოლოდ მრავალპროფილურ კლინიკებში იქნება შესაძლებელი.
რა დროში იწყება ანაფილაქსია? - 5-30 წთ-ში მედიკამენტის გაკეთებიდან; არის რამე ტესტი რომ ვიცოდე, მექნება თუ არა ანაფილაქსია? სამწუხაროდ, არა. - რეზიდენტ-ონკოლოგი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ინფორმაციას აქვეყნებს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ახალციხეში ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, რომელიც თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.