საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩთან, ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის წინასწარი მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 49 407.3 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 0.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, ხოლო რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ 2020 წელს წინა წელთან შედარებით 6.2 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2020 წელს 6.9 პროცენტით განისაზღვრა.

სრულად...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 85, იმერეთში – 22, გურიაში – 11, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 545, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ო.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოსა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორი პირი დააკავეს.

სრულად...

თუ გვსურს, შევინარჩუნოთ ინფიცირების დაბალი რიცხვი, დაიკლოს გარდაცვლილთა რიცხვმა და შესაძლოა, ნულზე დავიდეს, ფართომასშტაბიან ვაქცინაციას უნდა მივმართოთ, – განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ.

სრულად...

მოსწავლეების მუხლებზე დაჩოქებისა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის იძულებით მოხდის ფაქტზე, მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და არასრულწლოვნების საქმეზე ბრალდებულ ბებიას 4 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა მათ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლისა და სიყვარულის.

სრულად...

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ საბანაძე განცხადებას Facebook-ში აქვეყნებს.

სრულად...

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის სასროლეთზე ბატარეის დონის ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები გამართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი