„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადების კომენტირებისას თქვა, რომ ხათუნა სამნიძეს შეუძლია, თქვას და გააკეთოს ის, რაც უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გარეშე პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ რეკომენდაციები კიდევ ერთხელ განაახლა.
ჩვენ არ დავფიქრებულვართ პარლამენტში შესვლაზე. შესვლა არ განიხილება. დაწერილი გვაქვს მანდატის გაუქმებაზე განცხადება და ეს განცხადება ძალაშია დღესაც, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.
თბილისში, წერეთლის გამზირისა და სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საჯარო პირებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ საქართველოში დაუმორჩილებლობის აქციების მოწოდებებისგან და აღნიშნავს, რომ მსგავსი განცხადებები შესაძლოა სტრატეგიული პარტნიორის შიდა საქმეებში ჩარევად იყოს შეფასებული, რასაც უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
91 წლის ასაკში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.