საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა საქართველოს ფოსტის თემაზე გამართა.
2021 წლის 9 თებერვალს ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში გამოაქვეყნეს ყოველწლიური ანგარიში საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ, რომელიც დეტალურად ასახავს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სამუშაო შეხვედრა გამართა.
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გამყარდა.
გიორგი გახარიამ გუბერნატორებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თითოეული საჯარო მოხელის ეფექტურად მუშაობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გლობალურ კონკურენციაში დაიკავოს ღირსეული ადგილი და ამ ბრძოლიდან გამოვიდეს გამარჯვებული.
დედაენის და 9 მარტის ბაღების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დასასრულისკენ მიდის.სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან, ალექსანდრე ტოგონიძესთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს საქართველოს მელიორაციისა და კერძო შპს-ს თანამშრომლები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.