პროკურორ მიხეილ სადრაძეს თქმით, ივერი მელაშვილის საჯარო განცხადებები, რომელიც მან 28 იანვრის შემდეგ გააკეთა, დავით გარეჯის საქმეზე იქნება წარდგენილი.
ხელისუფლებას მოვუწოდებთ - გახსენით ტელევიზიები, დავიწყოთ დებატები, დაგველაპარაკეთ პირისპირ და საჯაროდ ხალხის თვალწინ და თვალი გაუსწორეთ რეალობას! - ამის შესახებ „ლელო“-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დედაქალაქის განსაზღვრულ არეალებში 10 თებერვლიდან ისევ ამოქმედდება და ავტომფლობელებს საათობრივი საფასურის გადახდა უწინდებურად მოუწევთ. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყვარჩელის ქუჩაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩუღურეთის რაიონში, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთითბილისის მერიას კერძო კომპანიისგან საპრივატიზაციოდ,„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით გადაეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამ დროისთვის არსებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა 524-მა მგზავრმა სცადა, 3 790 მგზავრს კი პირბადის სწორად გამოყენების გაფრთხილება მიეცა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძე მმუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაწესებული რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.
თემქის ხევის ტერიტორიაზე საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში საქართველოში - აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით - გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 544 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე სკოლების მზადების პროცესს ადგილზე ეცნობა. ეკატერინე დგებუაძე თბილისის 150-ე საჯარო სკოლას ეწვია, სადაც 15 თებერვალს მოსწავლეთა მისაღებად ემზადებიან.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.