„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თვითიზოლაციაში გადავიდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
„ლეიბორისტული პარტია“ საარჩევნო სიას უახლოეს დღეებში წარადგენს. პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო სიის რეგისტრაციის პროცედურები განზრახ გაართულა.
საფრანგეთი კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებლის გამო ვირუსთან საბრძოლველად უფრო მკაცრი ზომების მიღებას აპირებს. ბოლო 24 საათის მონაცემებით ახალი შემთხვევების რაოდენობამ იქ 10 000 შეადგინა.
ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ პირებს – ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს სასამართლომ 15-15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდებზე ჯერ საუბარი არ არის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე შემუშავებულია მოდელი, რომელიც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტების საკარანტინო სასტუმროებში მეთვალყურეობას გულისხმობს.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თაკო ჩარკვიანი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია.
მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, თუმცა თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოსი გამოვლენილი კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან 29 ქალაქ ბათუმს, 24 ქუთაისის სკოლას უკავშირდება, 12 ინფიცირებულთან კონტაქტს განეკუთვნება, ხუთს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, სამი სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, - განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს, თაკო ჩარკვიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
საქართველოში სწავლის დაწყება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული, თუმცა, განათლების სამინისტრო დღეს არის მზად, რომ 15 სექტემბერს სკოლებში სწავლა განაახლოს, – განაცხადა განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.