GUARDIAN.GE - უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს გულის შეტევა დაემართა. სერგეი შოიგუ საჯაროდ არ გამოჩენილა 11 მარტიდან 24 მარტამდე. იგი პუტინის მიერ ხუთშაბათს, 24 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეოში მოკლე პერიოდით ჩანს.

სრულად...

GUARDIAN.GE -  თვითმფრინავს, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან შესახვედრად გადაჰყავდა, უკან დაბრუნება და ვარშავაში საგანგებო დაშვება მოუწია, იტყობინება BBC პოლონეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით. დუდას საფრთხე აღარ ემუქრება.

სრულად...

GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპრაკებებზე ექვსი საკითხიდან ოთხზე ჩანს, რომ „ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს. ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, ხოლო უქმეებზე ან „შემდეგი კვირის პირველ დღეებში“ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინაში სპეცოპერაცია გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ის გაგრძელდება დასახული მიზნების მიღწევამდე - ქვეყნის დემილიტარიზაციამდე და დენაციფიკაციამდე და შედეგად, უკრაინა უნდა გახდეს ნეიტრალური, რომელიც არ გაატარებს ანტირუსულ პლიტიკას და იქნება რუსეთის ნორმალური მეზობელი, - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა რუსულ მედიასთან საუბრისას.

სრულად...

GUARDIAN.GE -  ევროპულმა საბჭომ მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ შეაჩეროს „სამხედრო დანაშაულები“ უკრაინაში. ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის მმართველი ორგანოა, ხუთშაბათ საღამოს გამართულ შეხვედრაზე დაასკვნა, რომ რუსეთი თავს ესხმის მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ობიექტებს - საავადმყოფოებს, სამედიცინო დაწესებულებებს, სკოლებსა და თავშესაფრებს.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ იგი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მშვიდობა სურს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ანატოლი ჩუბაისი, რუსეთის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ათწლეულების განმავლობაში, გარემოს დაცვის საკითხებში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს ტოვებს, იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური ცვლილება, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებთან იქნება დაკავშირებული, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მხოლოდ მის მიერ. აღნიშნული განცხადება მან უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში გააკეთა. „ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გადაწყდება პარლამენტის და უკრაინელი ხალხის მიერ“, - თქვა მან.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსულმა გამოცემამ „კომსომოლსკაია პრავდამ“ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, შემდეგ კი წაშალა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უკრაინის ომში რუსული შეიარაღებული ძალების 9 861 სამხედრო პირია მოკლული.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მისი ქმედებები გამო საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი