GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმას ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაზე შესაძლოა „ექვსი ჩერნობილის“ ტოლფასი გამანადგურებელი შედეგი გამოეწვია. სატელევიზიო მიმართვა მან ასე დაიწყო: „უკრაინელო ხალხო! ჩვენ გადავრჩით ღამით, რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა ისტორიის მსვლელობა - უკრაინის ისტორიის, ევროპის ისტორიის“. მისი თქმით, რუსეთმა იცოდა, რას აკეთებდა, როცა ჭურვებს პირდაპირ სადგურს უმიზნებდა და ამას მან „გაუგონარი დონის ტერორის აქტი“ უწოდა.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის „სერიოზულად შემაშფოთებელ ვითარებაზე ესაუბრა“, - ამის შესახებ ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.

სრულად...

GUARDIAN.GE - ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს ზაპოროჟიეს ბირთვულ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ბირთვულ ქარხანას ჭურვებს რუსული ჯარები ესვრიან. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ იგი კავშირზეა უკრაინის ხელისუფლებასთან მას შემდეგ, რაც ქარხანაზე იერიშის მიტანის ცნობები გავრცელდა.

სრულად...

„ჩვენ არ ვიმყოფებით რუსეთთან ომში“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმრთავაში. მან თქვა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომმა ევროპაში „ნაპრალი“ შექმნა.

სრულად...

GUARDIAN.GE - კიევის მიმართულებით მოძრავი ასეულობით რუსული ჯავშანტექნიკა ამჟამად გზაზე „რჩება გაჩერებული“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ. „მათ, ჩვენი საუკეთესო შეფასებით, არ მიუღწევიათ რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ბოლო 24-36 საათის განმავლობაში”, - თქვა კირბიმ ოთხშაბათს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე.

სრულად...

უკრაინის საგანგებო სამსახურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ამ დრომდე 2 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. „ყოველ საათში ბავშვები, ქალები და ჩვენი თავდაცვის ძალები კარგავენ სიცოცხლეს“, - აცხადებენ საგანგებო სამსახურში.

სრულად...

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამჟამად მინსკში იმყოფება და ერთ-ერთი სცენარის მიხედვით კრემლი მისი „უკრაინის პრეზიდენტად“ გამოცხადებას შეეცდება, იტყობინება უკრაინული მედია ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები და დაბომბვები არ შეჩერებულა. ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვის დაბომბვებისას სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა, 112 კი დაიჭრა, როგორც ამას BBC ქალაქის მერზე დაყრდნობით იტყობინება.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, როემელიც ვარშავაში მთავარ ევროპელ მოკავშირეებთან საგანგებო შეხვედრებისთვის ჩავიდა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ნათელია, პუტინი მზად არის გამოიყენოს ბარბაროსული და განურჩეველი ტაქტიკა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ; დაბომბოს საცხოვრებელი კორპუსები; გაგზავნოს რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებში ბავშვების მოსაკლავად“.

სრულად...

GUARDIAN.GE -  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის დაბომბვას, რასაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი მოჰყვა, სამხედრო დანაშაული უწოდა. „ეს ნამდვილად სამხედრო დანაშაული იყო. მშვიდობიანი ქალაქი. მშვიდობიანი საცხოვრებელი კვარტლები. არა სამხედრო ობიექტები. ათეულობით თვითმხილველის ნაამბობი მოწმობს, რომ ეს ადამიანების განზრახ განადგურება იყო. რუსებმა იცოდნენ, თუ სად ისროდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი