სულ მცირე 100 ადამიანი დააპატიმრა პოლიციამ ბელარუსის დედაქალაქ მინსკსა და სხვა ქალაქებში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

სრულად...

იტალიის ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, რომელსაც კორონავირუსი 2 სექტემბერს დაუდასტურდა, საავადმყოფოში დამატებითი გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. როგორც ექიმები აცხადებენ, ბერლუსკონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სრულად...

იტალიის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდასტურდა. 83 წლის ბერლუსკონი მილანთან ახლომდებარედ საკუთარ სახლში იზოლაციაში იმყოფება და მუშაობას იქიდან განაგრძობს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სრულად...

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან ზიბერტმა განაცხადა, რომ „ალექსეი ნავალნი რუსეთში ქიმიური ნერვული აგენტით თავდასხმის მსხვერპლია“. 

სრულად...

(GUARDIAN.GE) - პოლიციამ ბერლინში კორონავირუსის შეზღუდვების წინააღმდეგ გამართული მასობრივი მშვიდობიანი პროტესტისას, რომლის დროსაც ქუჩებში დაახლოებით 38 000 ადამიანი იყო გამოსული, 300 დემონსტრანტი დააკავა. BBC-ის ცნობით, მსგავსი დემონსტრაციები ევროპის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, სადაც პროტესტანტთა ნაწილი ვირუსს სიცრუეს უწოდებდა.

სრულად...

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ყველა იმ საწარმოს დახურვის ბრძანება გასცა, რომლის თანამშრომლებიც გაფიცული არიან.

სრულად...

რუსული მედიის ინფორმაციით, ომსკის საავადმყოფოს ექიმები მიიჩნევენ, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი არ მოუწამლავთ.

სრულად...

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი უგონო მდგომარეობაში იმყოფება. ინფორმაციას BBC ავცრელებს.

სრულად...

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშნეკოს განცხადებით, განმეორებითი არჩევნები არ ჩატარდება. აღნიშნული განცხადება მან ქარხნის გაფიცულ მუშებთან შეხვედრისას გააკეთა.

სრულად...

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სამხედროებს მოუწოდებს, ბელარუსში ძალა არ გამოიყენონ. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი