შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა გაიმართება იმ ფარგლებში, როგორც ეს დაგეგმილი იყო, მიუხედავად დაძაბულობისა, რაც მოსკოვის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას უკავშირდება, განაცხადა თეთრმა სახლმა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა 100-ზე მეტი ადამიანი მოკლა და 150 სხვას დაზიანებები მიაყენა სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიმდინარე მიტინგზე თავდასხმისას, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, ქალაქ მასტანგში დაღუპულთა შორის პროვინციის კანდიდატიცაა.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „დემოკრატიული პარტიის“ დემოკრატიულ-ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი.
„ბრექსიტთან“ დაკავშირებით ბრიტანულ გამოცემა „სანთან“ სადავო კომენტარის გაკეთების შემდეგ, რომ ტერეზა მეის გეგმამ „შესაძლოა მოკლას“ აშშ-დიდი ბრიტანეთის ნებისმიერი სავაჭრო შეთანხმება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ურთიერთობა ტერეზა მეისთან „ძალიან, ძალიან მძლავრია“.
ბრიუსელში, სადაც მეორე დღეა ნატოს სამიტი მიმდინარეობს და სადაც ჯერჯერობით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოთხოვნები დომინირებს, ალიანსის ლიდერები თავიანთი ყურადღების ავღანეთის კონფლიქტისადმი მიპყრობას გეგმავენ.
ნატოს სამიტის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ბერლინის მიერ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწეული თავდაცვის ხარჯებისა და რუსეთის გავლენის თაობაზე.
ვრცელდება პირველი ფოტოსურათი საავადმყოფოდან, სადაც დატბორილი მღვიმიდან მყვინთავების მიერ უვნებლად გამოყვანილ ტაილანდელ ბიჭებს მკურნალობა უტარდებათ.
მყვინთავები, რომლებმაც გადაარჩინეს ბიჭები და მათი მწვრთნელი, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი პროფესიონალები იყვნენ, რომლებიც ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფთან ერთად მოქმედებდნენ.
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართავს.„აშშს-ს არც ჰყოლია და არც ეყოლება ევროპაზე სანდო პარტნიორი", - ეს არის ტუსკის მთავარი გზავნილი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ტრამპმა ნატო-ს სამიტსა და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ჰელსინკში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა გაითვალისწინოს.
ტაილანდის ახალგაზრდული საფეხბურთო გუნდის ყველა -12-ვე წევრი და მათი მწვრთნელი გამოქვაბულიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გუნდის 8 წევრი კვირას და ორშაბათს გადაარჩინეს და ისინი ამჟამად საავადმყოფოში კარანტინის პირობებში იმყოფებიან. თითოეული ბავშვი გამოქვაბულიდან პროფესიონალმა მყვინთავებმა გამოიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.