ბორის ჯონსონის მიერ პოსტის დატოვებიდან რამდენიმე საათში, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად ჯერემი ჰანტი დაინიშნა. მანამდე იგი, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რაც „ბრექსიტთან“ დაკავშირებით მზარდ პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება.
„ბრექსიტის“ მდივანი დევიდ დევისი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ევროკავშირში, თანამდებობიდან გადადგა. მან BBC-ს უთხრა, რომ იგი უკვე აღარ არის საუკეთესო პერსონა, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მიერ შეთანხმებულ პრემიერ მინისტრის გეგმას მიიტანს ბრიუსელში, რადგან მას „არ სჯერა“ ამის.
მექსიკაში, ქალაქ ტულტეპეკში, რომელიც პიროტექნიკის ქალაქადაა ცნობილი, ფოიერვერკების საწყობში მომხდარ ინციდენტს 24 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ორმოცამდე ადამიანი. დაზარალებულებს შორის სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებიც არიან.
რიგაში, ოთხშაბათს, „სპუტნიკ ლატვიას“ მთავარი რედაქტორი ვალენტინს როჟენცოვსი დააკავეს და 12 საათის შემდეგ გაათავისუფლეს, იტყობინება „რია ნოვოსტი“.
კანადაში, კვიბეკის რეგიონში, სადაც ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, სიცხისა და ჰაერის მაღალი ტენიანობისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა - მათგან 12 ქალაქ მონრეალში.
92 წლის ამერიკელმა ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი 72 წლის ვაჟიშვილი მოკლა იმის გამო, რომ მზრუნველობამოკლებულთა სახლში მისი გადაყვანა აეცილებინა თავიდან, იტყობინება BBC.
მალაიზიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნაჯიბ რაზაკი ანტი-კორუფციული სააგენტოს მიერ მის სახლში იქნა დაპატიმრებული. მას ბრალი ოთხშაბათს უნდა წარედგინოს. კუალა ლუმპურის უმაღლეს სასამართლოში სხდომა 08:30 საათზე უნდა დაიწყოს, იტყობინება BBC.
თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულმა ბომბმა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჯალალაბადში სულ მცირე 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათგან უმეტესობა ქვეყნის უმცირესობაში მყოფი სიხის წევრები არიან, იტყობინება BBC.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.