თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო არჩევნებში წინაა, როგორც ამას BBC სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება მას შემდეგ, რაც ხმების მეხუთედი დათვლილია.
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია და ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს. პირველადი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.
თურქეთში მიმდინარე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველი გადაწყვეტს მისცეს თუ არა კვლავ მანდატი ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც პრემიერ მინისტრის პოსტზე ხანგრძლივად მოღვაწეობის შემდეგ, პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით იყრის კენჭს.
ზიმბაბვეს პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა ქალაქ ბულავაიოს სტადიონზე მხარდამჭერებს მიმართავდა, როცა იქ ბომბი აფეთქდა და რამდენიმე ადამიანმა, მათ შორის ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა დაზიანებები მიიღეს. თავად პრეზიდენტი აფეთქებას უვნებლად გადაურჩა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა დაყოლოდა საზოგადოებრივ ზეწოლას და გაეთვალისწინებინა საერთაშორისო აღშფოთება უკანონო მიგრანტების ოჯახების წევრთა განცალკევებასთან დაკავშირებით.
კანადამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. მას სენატში მხარი 52 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 29 სენატორი წავიდა. კანონი აკონტროლებს და რეგულირებას უწევს თუ როგორ შეიძლება მოიყვანო, დისტრიბუცია მოახდინო და გაყიდო ნარკოტიკი.
იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო აყალმაყალი გრძელდება, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დამატებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე დააწესებს ტარიფებს.
იაპონიის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ოსაკაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და დაზიანებები აქვს მიღებული 200-ზე მეტ ადამიანს.
მსოფლიოში ცნობილი გლაზგოს ხელოვნების სკოლა ცეცხლის ალში გაეხვა. ხანძარი ადგილობრივი დროით პარასკევ ღამეს, 23:15 საათზე გაჩნდა. ცეცხლი ახლომდებარე შენობებზე გავრცელდა, მათ შორის კამპუსის ღამის კლუბსა და O2 ABC-ის მუსიკალური ღონისძიებების ცენტრზე, რომელიც ხანძარმა „სერიოზულად დააზიანა“.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ძლიერი მმართველია. „ის ლაპარაკობს და ხალხი ყურადღებით უსმენს მას. მსურს ჩემმა ხალხმაც იგივე გააკეთოს“, განაცხადა ტრამპმა Fox News-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „Fox and Friends“-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.