ისრაელის პოლიცია რეკომენდაციას იძლევა, რომ პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წარედგინოს მექრთამეობის საქმეებზე, იტყობინება BBC ისრაელის მედიაზე დაყრდნობით.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალბე ზეილსტრა, რომელმაც აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრა ტყუილი იყო, რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თანამდებობიდან გადადგა.
სიჩქარის სენსორები, რომლებიც ყინულით დაიფარა და დაიბლოკა, შესაძლოა, რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი გამხდარიყო, განაცხადეს გამომძიებლებმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორს მიმართავს და მოუწოდებს, რომ იგი პოლონეთიდან უკრაინაში დააბრუნონ და იქ გაასამართლონ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პოლონეთში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას არ აპირებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეაქო სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ ძალისხმევისათვის, გამორჩეულად გამასპინძლებოდა ფხენიანიდან წარგზავნილ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში.
რუსი გამომძიებლები მოსკოვის სიახლოვეს, თოვლით დაფარულ მინდვრებში სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.
მას შემდეგ რაც ისრაელმა ათწლეულების განმავლობაში თავისი ყველაზე ფართომასშტაბიანი დარტყმები განახორციელა სირიის სამიზნეებზე, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „ნებისმიერი თავდასხმისაგან“ დაიცავს თავს.
ორი პოლიციელი ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლომბუსის გარეუბან ვესტერვილში იმ დროს, როცა ისინი ოჯახური ძალადობის ფაქტზე 911-ზე გამოძახების შემდეგ თავიანთი მოვალეობის შესასრულებლად გავიდნენ ინციდენტის ადგილას, ეჭვმიტანილი დაჭრილია და პატიმრობაში იმყოფება, განაცხადეს ოჰაიოს შტატის პოლიციაში.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა სეულში საპრეზიდენტო სასახლეში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და კიმ იო ჩენი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცერემონიული მეთაური, პარლამენტის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ნამი თავაზიან და მომღიმარ ატმოსფეროში მიიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.