ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნოემბერში აზიის 5 ქვეყანას ესტუმრება და მონაწილეობას მიიღებს რეგიონულ სამიტებში, განაცხადა თეთრმა სახლმა.
მუმბაის რკინიგზის სადგურზე დილის პიკის საათებში ჭყლეტის შედეგად 22 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 30-მა დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას BBC ინდოეთის ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სირიის შესახებ შეთანხმებები - საერთო წარმატებაა რუსეთის და თურქეთის და ფაქტობრივად, შექმნილია წინაპირობა შეწყდეს ძმათამკვლელი ომი არაბულ რესპუბლიკაში.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა გამოაქვეყნეს აუდიო ჩანაწერი, რომელიც მათი თქმით, თავიანთ ლიდერს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ეკუთვნის.
ჩინეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების განხორციელების მიზნით მის ტერიტორიაზე მოქმედ ჩრდილოეთ კორეის კომპანიებს უთხრა, რომ იანვრის დასაწყისისთვის უნდა დაიხურონ.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მას შემდეგ რაც ალაბამას სენატის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, 64 წლის ლუთერ სტრეინჯმა „რესპუბლიკელების“ პრაიმერში ვერ გაიმარჯვა და რადიკალ ქრისტიან-კონსერვატორ როი მურთან დამარცხდა, ტრამპმა წაგებული კანდიდატის მხარდამჭერი რამდენიმე განცხადება „თვითერიდან“ წაშალა.
ჩრდილოეთ ერაყში მცხოვრებმა მოქალაქეების უდიდესმა ნაწილმა ქურთისტანის რეგიონის დამოუკიდებლობას ორშაბათის წინააღმდეგობრივ რეფერენდუმზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ აშშ-ის ნებისმიერი სამხედრო არჩევანი „გამანადგურებელი“ იქნება ფხენიანისთვის, მაგრამ თქვა, რომ ძალის გამოყენება არ არის ვაშინგტონის პირველი არჩევანი გადაწყვიტოს ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური და ბირთვული შეიარაღების პროგრამის საკითხები.
ალაბამას სენატის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილმა კანდიდატმა ახლანდელმა სენატორმა, 64 წლის ლუთერ სტრეინჯმა „რესპუბლიკელების“ პრაიმერში ვერ გაიმარჯვა და რადიკალ ქრისტიან-კონსერვატორ როი მურთან დამარცხდა, რაც ტრამპისათვის, რომელიც სტრეინჯს უჭერდა მხარს და მის კამპანიაში იყო ჩართული, პირველი საარჩევნო მარცხია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.