აშშ-ის ტერიტორია პუერტო რიკო, თავსდამტყდარი ქარიშხლის შემდეგ, რომელმაც მწყობრიდან გამოიყვანა წყალმომარაგების, ელექტროენერგიის და სატელეფონო სამსახურები, მზარდი კრიზისის წინაშე დგას.
გერმანიაში ფედერალური არჩევნები ტარდება, რაც ქვეყნის კანცლერის, ანგელა მერკელისთვის, რომელიც მეოთხე ვადით ცდილობს კანცლერის პოსტის დაკავებას, უმნიშვნელოვანესი გამოცდა იქნება.
შეერთებული შტატების ბომბდამშენებმა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს გადაიფრინეს იმის საჩვენებლად, რომ სამხედრო არჩევანი ძალაშია ნებისმიერი საფრთხის დასამარცხებლად, განაცხადა პენტაგონმა, როგორც ამას BBC იუწყება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სიტყვიერი ომი საბავშვო ბაღში ბავშვებს შორის ბრძოლას შეადარა.
ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ვადად 2019 წლის მარტი დაასახელა. როგორც BBC იუწყება, მას სურს აღნიშნულ პერიოდში გამოიყენოს ევროკავშირის ბაზარზე არსებული ხელმისაწვდომობა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი გადაიხდის თავის „სამართლიან წილს“ ევროკავშირის ბიუჯეტში.
მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპზე თქვა, რომ იგი „აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“, აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხო განცხადება „თვითერზე“ გააკეთა:
ირანმა შორ მანძლზე, 2 ათას კილომეტრზე მიმავალი ბალისტიკური რაკეტა წარმოადგინა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს გადაიტანოს რამდენიმე ქობინა. ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეკომპანია Press TV-ის მიხედვით, ბრიგადის გენერალ ამირ ალი ხაჯიზადეზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „შეურაცხადი“ პრეზიდენტის, ტრამპის კომენტარებმა დაარწმუნა, რომ იგი მართალია, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამას ავითარებს.
კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, რომელიც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმული სიტყვის საპასუხო ზომებს შორის შეიძლება იყოს „უპრეცედენტო“ წყალბადის ბომბის გამოცდა წყნარ ოკეანეში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეულ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
სტამბოლის მთავარი, ათათურქის სახელობის აეროპორტი თვითმფრინავებისთვის დაიკეტა მას შემდეგ, რაც ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას „როიტერსი“ ახალი ამბების სააგენტო „დოღანზე“ დაყრდნობით ავრცლებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.