მექსიკის ცენტრალურ ნაწილში, დედაქალაქ მეხიკოს სიახლოვეს მომხდარი მძლავრი, 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ქვეყნის გასწვრივ სულ მცირე 224 ადამიანია დაღუპული, თუმცა მოელიან რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან ჩამოქცეული შენობების ქვეშ ბევრი ადამიანია მოყოლილი და მაშველები ნანგრევებიდან მათი გამოყვანის ოპერაციას ატარებენ. ინფორმაციას The New Yourk Times -ი ხელისუფლების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მძლავრი მიწისძვრა მოხდა ცენრტალურ მექსიკაში, რამაც პანიკა შექმნა და ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე წარმოთქმულ სიტყვაში „სახიფათო ქვეყნებიდან“ მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და ასეთ ქვეყნებად ჩრდილოეთ კორეა და ირანი გამოყო.
მას შემდეგ რაც ქარიშხალი „მარია“, 260კმ/სთ სიჩქარის ქარის თანხლებით, დომინიკას დაატყდა თავს, სახურავი გადახადა პრემიერ მინისტრის რეზიდენციას და ქვეყანას „მასშტაბური ზარალი“ მიაყენა, ახლა პუერტო რიკოსკენ მიიწევს.
ქარიშხალმა „მარიამ“ დომინიკას „ფართომასშტაბიანი ზარალი“ მიაყენა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, რუზველტ სკერიტმა.
ჩრდილოეთ კორეამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მასზე სანქციები და ზეწოლა მისი ბირთვული პროგრამის მხოლოდ დაჩქარებას გამოიწვევს.
ირანის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურმა ამირ ალი ხაჯიზადემ განაცხადა, რომ ირანს თავის მიერ წარმოებული 10-ტონიანი ბომბი აქვს და მას „ყველა ბომბის მამა“ უწოდა - აშშ-ის არაბირთვული სუპერ-მძლავრი ბომბის ანალოგიით.
ლონდონის მეტროში პარასკევს მომხდარ ტერორისტულ აქტთან კავშირში მყოფი მეორე, 21 წლის მამაკაცი, იაჰიაჰ ფარუხი იქნა დაპატიმრებული შაბათ ღამით დასავლეთ ლონდონში, ჰაუნსლოუში და პოლიციის ცნობით, იგი ბრიტანეთის დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, პატიმრობაში იმყოფება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუსეთის ვორონეჟის ოლქის ქალაქ ბორისოგლებსკის აეროდრომის სიახლოვეს სასწავლო-საბრძოლო თვითმფრინავი ЯК-130 ჩამოვარდა. ინფრომაციას „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ პარასკევს დილის საათებში ლონდონის მეტროში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილის სახით 18 წლის ახალგაზრდა დააკავა. ამის შესახებ „სკოტლანდ იარდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.