GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ იგი ახლა რუსეთის ნომერ პირველი სამიზნეა. მან თქვა, რომ არ აპირებს კიევის დატოვებას. ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე ეს მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესებაა რუსეთის წინააღმდეგ. მან მოსკოვისადმი გამაფრთხილებლად თქვა, რომ უკრაინა არ შეწყვეტს თავის დაცვას მანამ, ვიდრე რუსეთის თავდასხმა არ დასრულდება.
GUARDIAN.GE - 25 თებერვალს, დილის საათებში აფეთქებების ხმა ისმოდა უკრაინაში და კიევის თავზე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. უფრო ადრე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ დედაქალაქში „დივერსანტები“ შევიდნენ.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ იგი „დარწმუნებულია“, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეეცდება უკრაინის მთავრობის ჩამოგდებას.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ „არ არის ჩართული და არც ჩაერთვება“ რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. „ჩვენი ძალები არ წავლენ ევროპაში უკრაინაში საბრძოლველად, მაგრამ დაიცავენ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და გარანტიებს მისცემს ჩვენს მოკავშირეებს აღმოსავლეთში. შეერთებული შტატები დაიცავს ნატოს ტერიტორიის თითოეულ ინჩს ამერიკული სახელმწიფოს მთელი ძალმოსილებით“, - განაცხადა ბაიდენმა.
GUARDIAN.GE - უკრაინის დედაქალაქ კიევის გარეუბნებში ბრძოლები მიმდინარეობს. უკრაინული სამთავრობო ძალები ცდილობენ დაიბრუნონ ავიაბაზა და აეროპორტი მას შემდეგ, რაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებმა მასზე კონტროლი დააწესეს.
GUARDIAN.GE - ძლიერი ცეცხლის ქვეშ არის მოქცეული უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი. როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, ქალაქში ასეულობით აფეთქება მოხდა.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც, ყველა მსხვილ რუსულ ბანკს, მათ შორის „VTB ბანკს“ სრულად და დაუყოვნებლივ გაეყინება თავიანთი აქტივები და გაირიცხება დიდი ბრიტანეთის ფინანსური სისტემიდან. ეს მათ სტერლინგზე წვდომას შეაჩერებს.
GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი ყოველთვის მზად არის დიალოგისთვის და ბრალს სდებს დასავლეთს, რომ პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალს.
GUARDIAN.GE - რუსეთი მზად არის უკრაინის ხელმძღვანელობასთან უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხსა და თავის ტერიტორიაზე შეიარაღების განთავსებაზე უარის თქმის შესახებ მოლაპარაკებები აწარმოოს, - განუცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.
GUARDIAN.GE - ევროკავშირის ხელმძღვანელი შარლ მიშელი დაჟინებით მოუწოდებს ბელარუსს „არ მიიღოს მონაწილეობა“ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმაში. ნატო-ს შტაბ-ბინაში პრესკონფერენციაზე ბელარუსისა და მისი ხალხისადმი მიმართვაში მიშელმა თქვა: „თქვენ გაქვთ არჩევანი არ გაჰყვეთ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებას. „თქვენ გაქვთ არჩევანი „არ მიიღოთ მონაწილეობა ამ უაზრო ტრაგედიაში, თქვენი მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.