GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების განსაკუთრებულ საბრძოლო რეჟიმზე გადაყვანის ბრძანება გასცა. ამის შესახებ მან კრემლში რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან და და გენშტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას განაცხადა. საუბარი რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების სპეციალური განგაშის რეჟიმზე გადაყვანას ეხება.
GUARDIAN.GE - კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის დედაქალაქში რუსული ჯარები არ იმყოფებიან და ქალაქი განაგრძობს თავდასხმებისაგან თავდაცვას. კლიჩკომ, რომელიც თავადაც იარაღით ხელში იცავს კიევს, აღნიშნა, რომ „სამხედროები, სამართალდამცველები და ტერიტორიული თავდაცვის“ წარმომადგენლები განაგრძობენ „დივერსანტების გამოვლენას და ნეიტრალიზებას“.
GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდის შესახებ გამოაცხადა. პარლამენტის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ გერმანიის სამხედრო ბიუჯეტს 2022 წელს 100 მილიარდი ევრო დაემატება. ეს ნიშნავს, რომ გერმანია თავისი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს თავდაცვაზე დახარჯავს - ნატო-ს დიდი ხნის სამიზნე, რაც ანგელა მერკელის მმართველობის დროს ქვეყანამ ვერ შეძლო, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატების, განსაკუთრებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზეწოლისა.
GUARDIAN.GE - რუსეთის სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის „შესაძლოა, დასასრულის დასაწყისი იყოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ლიზ თრასმა. Sky News-სთან საუბრისას. მან თქვა: „ჩვენ ახლა ვუყურებთ მამაც უკრაინულ წინააღმდეგობას და დიდი ბრიტანეთი განაგრძობს მათთვის იარაღის მიწოდებას და ეკონომიკურ მხარდაჭერას“.
GUARDIAN.GE - ფინეთმა და ირლანდიამ გამოაცხადეს, რომ ისინიც ჩაკეტავენ თავიანთ საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. ამ ეტაპზე უცნობია, როდიდან შევა გადაწყვეტილება ძალაში.
GUARDIAN.GE - ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები წამოიწყეს და მისი ქვეყნის ტერიტორია რუსებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, - ამის შესახებ ბელარუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ იტყობინება.
GUARDIAN.GE - უკრაინა დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებისაგან შეიარაღებას მიიღებს. ამერიკის შეერთებული შტატები 350 მილიონი აშშ დოლარის იარაღს - მათ შორის ანტი-სატანკო ჯაველინს და საზენიტო სისტემებს და ჯავშან ჟილეტებს.
GUARDIAN.GE - დასავლეთის მოკავშირე სახელმწიფოებმა 26 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადეს, რაც რუსული ბანკების ფინანსური ტრანზაქციების განხორციელების საკვანძო საერთაშორისო სისტემიდან, Swift-დან გაძევებას და რუსეთის ცენტრალურ ბაკნზე შეზღუდვებს მოიცავს. ეს ღონისძიებები ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს გამოიყენოს თავისი საერთაშორისო რეზერვები რუსული ვალუტის მხარდასაჭერად -სანქციების ეფექტის შესუსტების მიზნით.
GUARDIAN.GE - ვლადიმერ პუტინის მთავარმა მოკავშირემ, რუსეთის სამხრეთით მდებარე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მან უკრაინაში განალაგა ჩეჩენი მებრძოლები, რომლებიც რუსულ ჯარებს შეუერთდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.