GUARDIAN.GE - რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს თავის წერილობით პასუხში, რომელიც მოსკოვს ვაშინგტონმა და ბრიუსელმა წინადღით გადასცა, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარი არ უთქვამს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ განიხილება პერსონალური სანქციების დაწესება ვლადიმერ პუტინის მიმართ, თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება. მისი თქმით, მსოფლიოსთვის „უზარმაზარი შედეგები“ ექნება რუსული ჯარის მიერ უკრაინის საზღვრის გადალახვას და ეს შესაძლოა, „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მსხვილი შეჭრა“ იყოს. მან დაამატა, რომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, გააძლიეროს ნატოს ყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში.
GUARDIAN.GE - პენტაგონის განცხადებით, 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია განლაგდეს ბრძანების შესაბამისად, თუმცა ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება თუ სად განლაგდება ჯარები. როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ნატოს სამხედრო ალიანსი გადაწყვეტს გააქტიუროს სწრაფი რეაგირების ძალები „ან თუკი სხვა სიტუაციები განვითარდება“ რუსული სამხედრო ძალების მობილიზების გარშემო. მან დაამატა, რომ ჯარების უკრაინაში განლაგების გეგმები არ აქვთ.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დედაქალაქში ბაზირებული თავისი საელჩოს თანამშრომლებს თავიანთი ოჯახის წევრების ქვეყნის დატოვებისაკენ მოუწოდა, რაც კიევზე რუსეთის მოსალოდნელი თავდასხმის საფრთხეებს უკავშირდება. სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე უფლება მისცა საელჩოს ქვედა რგოლებში მომსახურე თანამშრომლებს, დატოვონ ქვეყანა და დაჟინებით მოუწოდა აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყნიდან გამგზავრებაზე იფიქრონ.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტისა და უკრაინის კრიზისის შესახებ გაკეთებული კომენტარების შემდეგ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი, კაი-ახიმ შიონბახი თანამდებობიდან გადადგა. „ვთხოვე გერმანიის თავდაცვის მინისტრს, ქრისტინე ლამბრეხტს, დაუყოვნებლივ გამათავისუფლოს ჩემი მოვალეობებიდან. მინისტრმა დააკმაყოფილა ჩემი თხოვნა“, ნათქვამია ვიცე-ადმირალ კაი-ახიმ შიონბახის განცხადებაში, რომელსაც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის ფონზე მოლაპარაკებების გასამართად ჟენევაში შეხვდნენ.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იგი ფიქრობს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „ინტერვენციას“ მოახდენს უკრაინაში, მაგრამ მას არ სურს „სრულმასშტაბიანი ომი“. პრესკონფერენციაზე, რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბაიდენმა თქვა: „ჩემი ვარაუდით, ის მოახდენს ინტერვენციას, მან რაღაც უნდა გააკეთოს“. მაგრამ აშშ-ის ლიდერმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ იგი „სერიოზულ და ძვირ ფასს“ გადაიხდის დასავლეთის „გამოცდისთვის“.
GUARDIAN.GE - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) განცხადებით, ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ექვსიდან 8 კვირის პერიოდში „ომიკრონის“ ვარიანტით დაინფიცირდება.
GUARDIAN.GE -57 წლის ამერიკელი მამაკაცი, დევიდ ბენეტი, პირველი ადამიანი გახდა მსოფლიოში, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, იტყობინება BBC. ოპერაცია 7 საათი მიმდინარეობდა და სამი დღის შემდეგ პაციენტი თავს კარგად გრძნობს. გულის ტრანსპლანტაცია მისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ბოლო შანსი იყო, თუმცა ჯერ უცნობია, როგორი იქნება მისი გადარჩენის გრძელვადიანი შანსები.
GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჯომართ ტოყაევმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების ძალებს „გაფრთხილების გარეშე ცეცხლის გახსნის“ უფლება მისცა. მან ასევე თქვა, რომ „20 000 ბანდიტი“ დაესხა თავს ალმათის, ქვეყნის ყოფილ დედაქალაქს, რომელიც პროტესტის ეპიცენტრად იქცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.