GUARDIAN.GE - კრემლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინის ორი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, პუტინმა გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებს უთხრა, რომ მას განზრახული ჰქონდა დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება.
GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, არსებობს სამხილები იმის თაობაზე, რომ რუსეთი გეგმავს „ყველაზე დიდ ომს ევროპაში, 1945 წლის შემდეგ“. როგორც მან BBC-ის განუცხადა, „ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ გეგმის განხორციელება გარკვეულწილად დაწყებულია“. ჯონსონმა, სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის მსგავსად თქვა, რომ რუსეთს განზრახული აქვს უკრაინაში შეჭრა და მისი დედაქალაქის, კიევის ალყაში მოქცევა.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა და თავდასხმა შესაძლოა „მომავალ დღეებში“ მოხდეს. ბაიდენის თქმით, შეფასება აშშ-ის სადაზვერვო ინფორმაციაზეა დაფუძნებული და სამიზნე, ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. შეერთებული შტატების განცხადებით, უკრაინის საზღვართან და უკრაინაში 169 000-დან 190 000-ამდე რუსი სამხედრო პირია განლაგებული და ეს რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის თვითმგამოცხადებულ რესპუბლიკებში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მებრძოლებსაც მოიცავს.
GUARDIAN.GE - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის საზღვართან განლაგებული ჯარების ნაწილი წვრთნების დასრულების შემდეგ თავიანთ ადგილებს უბრუნდება. ამის არ სჯერათ უკრაინაში და ბრიუსელში. „როცა ჩვენ დავინახავთ გაყვანას, დავიჯერებთ, რომ დეესკალაცია სახეზეა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ნატოს სამხედრო ალიანსის ხელმძღვანელმა იენს სტოლტენბერგმა კი ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით დეესკალაცია არ უხილავს, მაგრამ მოსკოვიდან მიღებული სიგნალები „ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს იძლევა“.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ შეიჭრას და მოუწოდებს მათ, რომ დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა. თეთრი სახლის ინფორმაციით, თავდასხმა შესაძლოა საჰაერო დაბომბვით დაიწყოს, რაც ქვეყნიდან გამგზავრებას გაართულებს და საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოქალაქეებს.
GUARDIAN.GE - რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ. როგორც ვარაუდობენ, ბელარუსში 30 000 რუსი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას ერთობლივ წვრთნებში. კრემლის წარმომადგენელმა ერთობლივ წვრთნებს სერიოზული უწოდა და თქვა, რომ რუსეთი და ბელარუსი „უპრეცედენტო საფრთხეების წინაშე დგანან“.
GUARDIAN.GE - საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უკრაინის გარშემო ჩიხში შესული მდგომარეობის დეესკალაციისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.
GUARDIAN.GE - ნატოს შემდგომი გაფართოების წინააღმდეგ რუსეთის მოთხოვნას ჩინეთი შეუერთდა. ამის შესახებ მოსკოვმა და პეკინმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. რუსეთის ლიდერი ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე დასასწრებად ჩინეთში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი ერთობლივი განცხადება პირდაპირ არ ეხებოდა უკრაინას, ორმა ქვეყანამ ნატო ცივი ომის იდეოლოგიის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინასთან ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ ამერიკის მიზანია გამოიყენოს კონფრონტაცია როგორც საბაბი რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციების დასაწესებლად. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ იგნორირებას უწევს რუსეთის შეშფოთებას ევროპაში ნატოს ალიანსის ძალებთან დაკავშირებით.
GUARDIAN.GE - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „სპუტნიკთან“ და სამ სხვა რადიოსადგურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუკი ეს რუსეთზე იქნება დამოკიდებული, მაშინ ომი არ იქნება. მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით წინადადებები ულტიმატუმს არ წარმოადგენს და მასში არაფერი აღმაშფოთებელი არ არის, მოსკოვს კი მხოლოდ ის უნდა, რომ მასთან პატიოსნად იმუშაონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.