მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინისა და ევროპული უსაფრთხოების შესახებ მოლაპარაკებების გასამართად - რომელიც უქმეებზე იყო დაგეგმილი - აღარ შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც ასევე გააუქმა ჟენევაში 24 თებერვალს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან დაგეგმილი შეხვედრა, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული ჯარების გაგზავნის გადაწყვეტილებას უკავშირდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთქმედების დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა არსებითად ახალ დონეზე გადადის. მისი თქმით, სიმბოლურია, რომ სამოკავშირეო დეკლარაციას ხელი რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავზე მოეწერა.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა“ უწოდა და დასძინა, რომ ვლადიმერ პუტინს უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს და ძალის გამოყენებით, უკრაინის უფრო მეტი ტერიტორიის წაღება სურს. „ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისი“, - განაცხადა ბაიდენმა, პუტინის მიერ დონბასის რეგიონში ჯარების გაგზავნის შესახებ კომენტირებისას.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინიდან თავისი დიპლომატების ევაკუაცია განახორციელოს, იტყობინება მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. „ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია ვიზრუნოთ რუს დიპლომატებსა და საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლებზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობითვე, ევაკუაციის პროცესი „ძალიან ახლო მომავალში“ დაიწყება.

სრულად...

GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კანონმდებლებს შეიარაღებული ძალების რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების ნებართვის მიღებაზე თხოვნით მიმართა, რასაც ქვეყნის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭისყრაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ეს კი პუტინს ოფიციალურად რთავს ნებას გააგზავნოს ჯარები უკრაინის დონბასის რეგიონში და სხვაგანაც.

სრულად...

GUARDIAN.GE - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ხუთი რუსული ბანკის წინააღმდეგ სანქცირების შესახებ გამოაცხადა. ეს ბანკებია: „რასია“, „IS ბანკი“, „ჯენერალ ბანკი“, პრომსვიაზბანკი“ და „ბლექ სი ბანკი“. პრემიერ-მინისტრმა ასევე სანქციები დაუწესა სამ პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს. ჯონსონმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ბოლო შესაძლებლობამდე განაგრძობს მცდელობას საკითხი დიპლომატიური გზით მოგვარდეს, მაგრამ არ უნდა იქნას გამორიცხული, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის უფრო შორს წავიდეს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრიტანეთის „ურყევი მხარდაჭერის“ გარანტიები მისცა.

სრულად...

GUARDIAN.GE - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იგი განიხილავს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნას, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე. მან ესტონეთის პრეზიდენტთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე დაჟინებით მოუწოდა თავის ევროპელ მოკავშირეებს არ დაელოდონ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. მან რუსეთთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლებლობა უარყო, მაგრამ თქვა, რომ მზად არის საომარი მდგომარეობა შემოიღოს, თუკი ეს მოხდება.

სრულად...

GUARDIAN.GE - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებების გათვალისწინებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის სერტიფიცირება ვეღარ გაგრძელდება. რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, მაგრამ ამ დრომდე არ დაწყებულა მისი ოპერირება.

სრულად...

GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან კოორდინაციის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ დღეს გამოაცხადებს, რაც მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის ორი რეგიონის, დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას და იქ რუსული სამშვიდობო ძალების განლაგებას უკავშირდება.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი