პოლიციის განცხადებით, ორი თვითმკვლელის თავდასხმა განხორციელდა სომალის დედაქალაქ მოგადიშუში სამშაბათს, აეროპორტის მთავარი შესასვლელის სიახლოვეს, აფრიკის კავშირის მთავარი სამშვიდობო ძალების ბაზის გარეთ.
19 ადამიანია მოკლული, სხვა 26 კი დაჭრილი, მათ შორის 20 სერიოზულად, იაპონიაში გონებრივად შრომისუუნაროთა ცენტრში, დანით მომხდარი თავდასხმისას. ამის შესახებ BBC იუწყება.
სირიელი მამაკაცის, რომელმაც ბავარიის ქალაქ ანსბახში თავი აიფეთქა, მობილურ ტელეფონსა და პორტატულ პერსონალურ კომპიუტერში ისლამისტური ვიდეოები ნახეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ბავარიის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა მას მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაუსახელა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ფლორიდაში, ქალაქ ფორტ მაიერსის ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16-ზე მეტი კი დაშავდა.
ერაყში, ქალაქ ხალისში დანაღმული მინიავტობუსის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანია მოკლული, მათ შორის ქალები და ბავშვები.
გერმანელმა სამართალდამცველებმა, მიუნხენში თავდასხმასთან დაკავშირებით, თავდამსხმელის, ალი დავიდ სონბოლის მეგობარი, 16 წლის, წარმოშობით ავღანელი მოზარდი დააკავეს.
გერმანიის ქალაქ ანსბახის ღია საჰაერო სივრცეში, მუსიკალური ფესტივალის გასამართი ადგილის სიახლოვეს, სირიელმა თავშესაფრის წარუმატებელმა მაძიებელმა ბომბით თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.