მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის დასდეს მსჯავრი

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტად „დემოკრატ“ ჯო ბაიდენის გახდომის შემდეგ საჯაროდ პირველად წარმოთქმულ სიტყვაში, ფლორიდაში, კონსერვატიულ კონფერენციაზე, განაცხადა, რომ მას არ აქვს ახალი პოლიტიკური პარტიის დაფუძნების გეგმები, რაც „რესპუბლიკური პარტიის“ ხმების დაყოფას გამოიწვევდა, თუმცა მინიშნება გააკეთა, რომ შესაძლოა, 2024 წელს კვლავ იბრძოლოს თეთრი სახლის დასაკავებლად.

სრულად...

6 500-ზე მეტი მიგრანტი მუშა დაიღუპა ყატარში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოებისას, იტყობინება ბრიტანული „The Guardian“-ი.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის გამართლება ამბოხების წაქეზებაში იმის შემხსენებელია, რომ „დემოკრატია მყიფეა“.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის წინააღმდეგ 43-მა სენატორმა მისცა ხმა, მომხრე კი 57 იყო, მათ შორის „რესპუბლიკელებიც“, თუმცა იმპიჩმენტისთვის სენატის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა იყო საჭირო.

სრულად...

დონალდ ტრამპსა და ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარი, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა ბრედ რაფენსპერგერს 2020 წლის 3 ნოემბრის არჩევნებში მისი გამარჯვებისთვის საჭირო 11 780 ბიულეტენის მოძიება ან ხმების გადათვლა მოსთხოვა, გამოძიების მიზეზი გახდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება ჯორჯიის შტატის პროკურატურამ  აღნიშნული სატელეფონო საუბრის საფუძველზე დაიწყო.  

სრულად...

(GUARDIAN.GE) - 2020 წლის აგვისტოში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებამ, რომ რუსეთს მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის პირველი ვაქცინა ჰქონდა, და ამ დროს მას ცდებიც კი არ დაესრულებინა, მსოფლიოში სკეპტიციზმი გამოიწვია, მაგრამ ახლა იგი შესაძლოა დიპლომატიურ დივიდენდებს იმკიდეს, რადგან რუსეთი უდიდეს მეცნიერულ მიღწევას განიცდის საბჭოთა კავშირის შემდეგ. ასე იწყებს „ბლუმბერგი“ თავის სტატიას სათაურით - „პუტინის ერთ დროს მასხრად აგდებული ვაქცინა, ახლა ფავორიტია პანდემიასთან ბრძოლაში“.

სრულად...

(GUARDIAN.GE) - ჩინეთმა ძალიან მკაცრად გააფრთხილა ტაივანი, რომ მისი მცდელობები პეკინისგან დამოუკიდებლობა მოიპოვოს, „ნიშნავს ომს“. როგორც BBC იუწყება, აღნიშნულ გამაფრთხილებელ განცხადებას წინ უძღოდა პეკინის სამხედრო აქტივობები და კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა. ამასთან, პეკინისთვის გამაღიზიანებელია ის ფაქტი, რომ ტაივანი ბაიდენის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს.

სრულად...

იტალიის პრემიერ მინისტრი ჯუზეპე კონტე თანამდებობიდან გადადგა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი