ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
ევროპის პარლამენტში დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებისთვის ხმის მიცემის შესახებ დებატებისას ცხარე კამათს ჰქონდა ადგილი. მთავარი სამიზნე დატოვების კამპანიის ცენტრალური ფიგურა, დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი იყო, რომელსაც "მატყუარა" უწოდეს. მას "ნაცისტური პროპაგანდის" წარმოებაშიც დასდეს ბრალი.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ინგლისურმა ენამ შესაძლოა ევროკავშირის ოფიციალური ენის სტატუსი დაკარგოს.
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ის მიესალმება ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ევროპას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
თურქეთი და რუსეთი ურთიერთობების ნორმალიზებაზე მუშაობას იწყებენ, - აღნიშნული განცხადება რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ადმინისტრაციაში გაკეთდა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან–კლოდ იუნკერმა დიდ ბრიტანეთს დაჟინებით მოუწოდა, რაც შეიძლება მალე "შეიტანოს ნათელი მის პოზიციაში" "Brexit"– თან დაკავშირებით.
"ფოლკსვაგენი" შეერთებული შტატებში მანქანის თითოეულ მფლობელს 10 000 აშშ დოლარს გადაუხდის. გერმანული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია ასევე, შეთანხმების თანახმად, შეაკეთებს ან უკან შეისყიდის ატმოსფეროს დამაბინძურებელ სატრანსპორტო საშუალებებს. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო, უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესი არ შეფერხდება, - აღნიშნული განცხადება გამოცემა "უნიანის" ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ 2019 წლიდან 2020 წლამდე გერმანია გაეროს უშიშროების საბჭოს არა–მუდმივი წევრობის კანდიდატი იქნება კიდევ ერთხელ. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
დევიდ ქამერონი პირველად შეხვდება ევროკავშირის ლიდერებს მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა ხმა მისცა ბლოკის დატოვებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.