შვეიცარიის ცენტრალურმა ბანკმა ადრე განაცხადა, რომ ვალუტის გაცვლით ბაზარზე შვეიცარული ფრანკის სტაბილიზაციის მიზნით "ჩარევა" მოახდინა. როგორც BBC იუწყება, ბრიტანეთის რეფერენდუმმა უსაფრთხოდ მიჩნეული შვეიცარული ვალუტის ევროსთან მიმართებაში დაცემა განაპირობა.
„ვერ დავმალავთ, რომ რეფერენდუმის სხვა შედეგებს ველოდებოდით“,- განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა.
დევიდ ქამერონმა პირველი კომენტარი გააკეთა დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ. "ძალიან ამაყი ვარ, რომ ამ ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვარ", თქვა მან.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ფილიპ სამონდმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მცირედით ნაკლებ ზეწოლას" იგრძნობს ამ დილით დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგების შემდეგ.
კოლუმბიაში 50–წლიანი სამოქალაქო ომი მთავრობისა და ამბოხებულთა მოძრაობა "ფარსის" ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე დასრულდა. დედაქალაქ ბოგოტაში ხალხი ქუჩებში საზეიმოდ გამოვიდა, ერთმანეთს ეხუტება და ეროვნულ ჰიმნს მღერის. ამის შესახებ BBC წერს.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი დრამატულად დაეცა, მას შემდეგ რაც რეფერენდუმის პირველი შედეგები გამოქვეყნდა. ერთ მომენტში ის დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა და 1.3305 ნიშნულამდე დაეცა. მსგავს ზღვრამდე ფუნტი 1985 წლის შემდეგ არ ჩამოსულა.
დიდმა ბრიტანეთმა ისტორიულ რეფერენდუმში 52%–ით ევროკავშირის დატოვებას მისცა ხმა, მას შემდეგ რაც 43 წელი ამ კავშირში იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს და ამატებს, რომ ეს მისი პროგნოზია.
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვება-დარჩენის რეფერენდუმის პირველი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებაში დაეცა და გუშინ 1.50 -ს მიღწეული ნიშნულიდან 1.43-მდე ჩამოვიდა.
დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვებისა თუ ევროკავშირში დარჩენის შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან. ამომრჩეველს მხოლოდ ერთ შეკითხვაზე - უნდა დარჩეს დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში, თუ უნდა დატოვოს მან ევროკავშირი - მოუწია პასუხის გაცემა. ისტორიული რეფერენდუმის პირველი შედეგები უკვე ცნობილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.