მსოფლიო

ბერნი სანდერსმა დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსის მოპოვებისათვის ბრძოლაში კიდევ 3 შტატში გაიმარჯვა და ცდილობს ჰილარი ქლინთონის დღემდე არსებულ მოწინავე პოზიციებს დარტყმა მიაყენოს.

სრულად...

The Washington Post-ი ცნობით, გაერო-ს სამშვიდობო მისიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში განაცხადა, რომ მათ გაერო-ს მშვიდობისმყოფელების, სხვა ძალებისა და სამოქალაქო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის ახალი ბრალდებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. 

სრულად...

ბრიუსელის აეროპორტში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი მესამე პირის ვინაობა ცნობილია. "როიტერსის" ცნობით, მისი სახელია ფაიკალ ჩეფუ.

სრულად...

ერაყის დედაქალაქ ბაღდადის სამხრეთით მდებარე ქალაქ ისკანდარიაში, თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის სტადიონზე თავი აიფეთქა. აფეთქებას  29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,  60 კი დაშავდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ “ალ-ჯაზირა” ავრცელებს.

სრულად...

პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილმა სალაჰ აბდესლამმა, როცა მას ჰკითხეს ბრიუსელში სამშაბათს მომხდარი აფეთქებების შესახებ, უარი თქვა პასუხის გაცემისაგან, - განაცხადეს ბელგიელმა პროკურორებმა.

სრულად...

ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ სამშაბათს ბრიუსელის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის განმახორციელებელი მეორე პირი დაასახელა. იგი ნაჯიმ ლაახრაოუია, რომლის დი-ენ-ეი, პარიზის გასული წლის ნოემბერში მომხდარი აფეთქებების ადგილებში აღმოაჩინეს.

სრულად...

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ფინანსთა მინისტრი“ მუსტაფა ალ-ყადული მოკლულია. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

სრულად...

სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს ბელგიას და ევროკავშირს ისლამისტი სამხედროებისაგან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლაში შემდგომ დახმარებას დაჰპირდა მას შემდეგ, რაც ბრიუსელში სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ აფეთქებები განხორციელდა და აშშ-ს ოფიციოზმა განაცხადა, რომ 31 გარდაცვლილს შორის ორი ამერიკელი იყო. ამის შესახებ Reuters -ი წერს.

სრულად...

ბრიუსელში, შხაერბეკის რაიონში, პოლიციამ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი სპეცოპერაციისას დაჭრა და დააკავა - "როიტერსის" ცნობით, ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-ი ადგილობრივ მერზე დაყრდნობით იტყობინება.

სრულად...

ჟენევაში სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ხუთშაბათს მოსკოვში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარ მხარდამჭერთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად იმყოფებოდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი