საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პოლიციამ პარასკევს, ტერორისტული აქტის განხორციელების "ადრეულ ეტაპზე" მამაკაცი დააპატიმრა. "დოიჩე ველეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერნარდ კაზენუვემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ იკვეთება მკაფიო კავშირები აღნიშნულ დაპატიმრებასა და ბრიუსელში სამშაბათს მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებს შორის.
ბელგიის პოლიციამ, სამშაბათს ქვეყნის დედაქალაქში განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, რომელმა 31 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 300-სზე მეტი დააზიანა, ექვსი ადამიანი დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
ბოსნიის ყოფილი სერბი ლიდერი რადოვან კარაჯიჩი 1992-95 წლებში გენოციდის ჩადენისა და სამხედრო დანაშაულობათა ბრალდებით გასამართლდა და 40 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ახალი ზელანდიის მოსახლეობამ ეროვნულ რეფერენდუმზე, წინასწარი შედეგების მიხედვით, ხმა მისცა არსებული სახელმწიფო დროშის შენარჩუნებას. ამის შესახებ BBC წერს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბელგიის დედაქალაქში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილე ძმებიდან ერთ-ერთის, იბრაჰიმ ბაქრაოუის დეპორტირება გასულ წელს თურქეთიდან განხორციელდა. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
დღეს ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საგანგებო შეხვედრა გაიმართება იმ ფონზე როცა ბელგიის სამართალდამცველები სამშაბათს ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების ერთ-ერთ მონაწილეს, ჯერ კიდევ არაიდენტიფიცირებულ, გაქცევაში მყოფ მე-4 მამაკაცს ეძებენ. დანარჩენი სამი კი პოლიციამ უკვე დაასახელა. ესენი არიან: ნაჯიმ ლაახრაოუი და ძმები ხალიდ და იბრაჰიმ ელ ბაქრაოუიები. ამის შესახებ "დოიჩე ველე" წერს.
ავსტრალიის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ორი ნაწილი, რომელიც მოზამბიკშია ნაპოვნი, "თითქმის დანამდვილებით", დღემდე დაკარგულად მიჩნეული მალაიზიის ავიახაზების (გაფრენის ნომერი MH370) კუთვნილი თვითმფრინავისაა. ამის შესახებ BBC წერს.
სამშაბათს თვითმკვლელი ტერორისტების მიერ ბრიუსელში განხორციელებული აფეთქებების შედეგადად დაჭრილი უამრავი ადამიანი ინტენსიური მკურნალობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ ბელგიის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯებ ბუში მხარდაჭერას თედ კრუზს უცხადებს. ბუში თვლის, რომ ტეხასის სენატორი წარმოადგენს პარტიის საუკეთესო შესაძლებლობას, გაიმარჯვოს თეთრი სახლისათვის ბრძოლაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.