უკრაინაში ე.წ. ღორის გრიპის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
სულ მცირე სამი ადამიანი გარდაიცვალა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებების სერიის შედეგად. BBC -ს ცნობით, აფეთქებები სარინას სავაჭრო ცენტრის გარეთ, საპრეზიდენტო სასახლისა და გაეროს ოფისის სიახლოვეს მოხდა.
ნავთობზე ფასების დაცემამ შესაძლოა აიძულოს რუსეთი გადახედოს თავის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ამის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
15 იანვარს, უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება.
ირანმა მის ტერიტორიულ წყლებში დაკავებული 10 ამერიკელი მეზღვაური გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.
რუსეთის ეკონომიკას ასეთ ძლიერ გამოწვევებთან საქმე ჯერ არ ჰქონია."რია ნოვოსტი"-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
პაკისტანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, 10-ზე მეტი კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მხრიდან მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრის გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესისადმი მის ბოლო მიმართვაში მძლავრად დაიცვა მისი მემკვიდრეობა. მან დაგმო ის ნეგატიური ტონი, რაც მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიას ახლავს და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს "ყველაზე მძლავრი, ყველაზე გამძლე ეკონომიკა მსოფლიოში".
ირანმა 10 ამერიკელი მეზღვაური დააპატიმრა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, ორი მცირე ზომის საპატრულო ხომალდი სპარსეთის ყურეში ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ამის შესახებ BBC შეერთებული შტატების ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.