ხუთი ფრანგი ჯარისკაცი დაიღუპა ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად. ამ ინფორმაციას BBC ამ წუთებში ავრცელებს. საფრანგეთის საჯარისო ნაწილები ალპებში წვრთნებს გადიოდნენ, როდესაც ზვავი ჩამოწვა. დამატებით ცნობები ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ირანის პრეზიდენტი, ჰასან რუჰანი მომავალ კვირას იტალიას და საფრანგეთს ეწვევა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს. გავრცელებული ცნობით, რუჰანი 25-26 იანვარს იტალიაში ჩავა, 27 იანვარს კი პარიზს ესტუმრება.
ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა, რომ ერაყში რამდენიმე ამერიკელი გაიტაცეს. "ჩვენ ვმუშაობთ ერაყის ხელისუფლებასთან სრულ კოორდინაციაში რათა მივაკვლიოთ და უვნებლად დავიხსნათ გატაცებული პირები," განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.
შეერთებული შტატები ირანული კომპანიებისა და ინდივიდების წინააღმდეგ ბირთვული პროგრამის გამო, ახალ სანქციებს აწესებს. აღნიშნულ ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
ავსტრიის მთავრობამ შენგენის საზღვრებში თავისუფლად გადაადგილების შეთანხმება დროებით შეაჩერა. ქვეყნაში შემსვლელი უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქე მკაცრ სასაზღვრო კონტროლს გაივლის. ამის თაობაზე გაზეთი Oesterreich -ი ავსტრიის კანცლერის ვერნერ ფეიმანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე წერს.
ირანმა მსოფლიოსთან ურთიერთობაში „ახალი თავი გახსნა“, განაცხადა პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ რამდენიმე საათის შემდეგ, რაც თეირანს ეკონომიკური სანქციები მოუხსნეს. სახელმწიფო ტელევიზიის მიერ ციტირებული კომენტარის თანახმად, რუჰანიმ თქვა, რომ ირანთან შეთანხმება არც ერთ ერს არ მიაყენებს ზიანს.
ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მოიხსნა მას შემდეგ, რაც ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ მისი ნაბიჯები შეესატყვისება იმ შეთანხმებას, რაც მას ბირთვული იარაღის განვითარებისაგან დაიცავს.
ბურკინა ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად 18 ეროვნების სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, 2016 წლის ევროკომისიის პრიორიტეტი ევროკავშირში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების უზრუნველყოფა იქნება.
დაახლოებით 30 მძევალი გაათავისუფლეს ბურკინა ფასოს დედაქალაქ გუაგადუში სასტუმროზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რამაც გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანი იმსხვერპლა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.