მსოფლიო

მალის ჩრდსილოეთ ნაწილში განლაგებულ გაეროს სამხედრო ბაზაზე განხორციელებულმა სარაკეტო იერიშმა სამი მშვიდობისმყოფელი იმსხვერპლა.

სრულად...

თურქეთი მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთში ჩასვლისგან თავი შეიკავონ. თურქული მედიის ცნობით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით,  თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.

სრულად...

,,ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის აზრი გაყოფილია, თუ რა მესიჯი გაუგზავნონ საქართველოს, რომელიც დიდი ხანია ელოდება პასუხს ალიანსის წევრობაზე მის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რადგან ევროპის ქვეყნების ზოგიერთ დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ მათ არ შეუძლიათ დაიცვან ექსსაბჭოთა რესპუბლიკა რუსული აგრესიისაგან" - წერს სააგენტო reuters-ი თავის სტატიაში, რომელიც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ეძღვნება.

სრულად...

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ"ბიბისი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სრულად...

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით თურქეთი რუსეთის ნომერ პირველი მტერია. აღნიშნული განცხადება ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში გააკეთა.

სრულად...

ნიგერიის შტატ კანოში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე ადამიანი კი დაშავდა. 

სრულად...

2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სრულად...

ნიგერიის სანაპიროებთან ხუთი პოლონელი მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, სატვირთო ხომალდ "ზაფირზე" მეკობრეებმა თავდასხმა განახორციელეს.

სრულად...

"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამერიკის ლიდერობით ჩამოყალიბებულ კოალიციასთან, მაგრამ ინციდენტები, რომელიც ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალების და პერსონალის განადგურებას ისახავს მიზნად... აბსოლუტურად მიუღებელია," განაცხადა პუტინმა კრემლში ოლანდთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

სრულად...

საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წერს სტატიაში, რომელიც რამდენიმე ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი