ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფი მაისის ბოლოს დაიშლება. აღნიშნული განცხადება მან არიზონაში, ნიღბების წარმოების ქარხანაში სტუმრობისას გააკეთა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან კვლევებში მონაწილეობდა, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანიებს „ენბისისა“ და „სიენენს“ ჩინეთის დაცვის მცდელობაში ადანაშაულებს. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
უხანში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის სკოლები ოთხშაბათს, 6 მაისს გაიხსნება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულად, 10 633-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 134 686 შეადგინა. როგორც BBC იუწყება, კვირას, ქვეყანაში ვირუსით კიდევ 58 პაციენტი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა რაოდენობა 1 280-მდე გაზარდა.
ბორის ჯონსონმა გამოამჟღავნა, რომ იმ დროს, როცა იგი კორონავირუსზე სახლის პირობებში მკურნალობის შემდეგ, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს და სერიოზულად იყო ავად, „გაუთვალისწინებელი დამატებითი გარემოებების გეგმა“ შედგენილი იყო.
კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის შესახებ კვირების განმავლობაში უწყვეტი სპეკულაციების შემდეგ სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტო KCNA-მ შაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ფხენიანის ჩრილოეთ ნაწილში მინერალური სასუქების ქარხნის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებას დაესწრო, რაც ქვეყნის სახელმწიფო მედიის მიერ 12 აპრილის შემდეგ პირველად გავრცელებული ინფორმაციაა უზენაესი ლიდერის გამოჩენის შესახებ.
99%-იანი ალბათობით, კიმ ჩენ ინი გარდაცვლილია, - განაცხადა სამხრეთკორეულ სააგენტოსთან Yonhap-თან საუბრისას ჩი სონ ჰომ, რომელიც 2006 წელს ჩრდილოეთ კორეიდან გაიქცა და ახლა სამხრეთ კორეის სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას ნანახი აქვს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ჩინეთში მდებარე ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
რუსეთის პრემიერ მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.