უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის მეუღლე, ელენა ზელენსკაია ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჩრდილოეთ კორეის არმიამ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ მზად არის შევიდეს დემილიტარიზებულ ზონაში, რომელიც ორ კორეას ყოფს. ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ კიმ იო ჩენმა, რომელსაც პოლიტიკურ იერარქიაში მთავარი როლი აკისრია, თქვა, რომ მან უბრძანა არმიას, მზად იყოს ამ ნაბიჯის გადასადგმელად, იტყობინება BBC.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ინფორმაცია მან თავად გაავრცელა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ „დაიბრუნებს“ პოლიციისაგან თავისუფალ რაიონს სიეტლში, სადაც, მინეაპოლისში გასულ თვეში პოლიციის მიერ დაპატიმრებული უიარაღო შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გრძელდება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 2020 წელს უკრაინის დასახმარებლად 250 მილიონ დოლარს დახარჯავს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ავრცელებს.
ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა, გულის შეტევით, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება BBC ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით.
(GUARDIAN.GE) - 2016 წელს წამყვანი „რესპუბლიკელებისთვის“ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დგომას სხვა დატვირთვა ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ იგი მაინც ვერ გაიმარჯვებდა და კონსერვატიული მთავარი დღის წესრიგი საფრთხეში არ აღმოჩნდებოდა, მაგრამ 2020 წლის კამპანია განსხვავებულია. აღნიშნულ თემაზე სტატიას The New York Times-ი აქვეყნებს და ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტისადმი ოპოზიციური დამოკიდებულება მისსავე პარტიაში პოლიტიკის პრიორიტეტების რისკის ქვეშ დაყენებას ნიშნავს, მაგრამ იმაზე უფრო ადრე, ვიდრე ისინი ამას მოელოდნენ, ცნობილი „რესპუბლიკელების“ მზარდი რაოდენობა კამათობს იმის თაობაზე თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდნენ იმის გამჟღავნებაში, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მის ხელახლა არჩევას - ან უფრო მეტიც, შესაძლოა მხარი ჯო ბაიდენს, „დემოკრატების“ სავარაუდო კანდიდატს დაუჭირონ.
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა, უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანი იყოს კორონავირუსით ინფიცირებული.
სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებსაც კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ და აცხადებს, რომ ქვეყანა „უკვე ჯოჯოხეთში“ იმყოფება, თუმცა არ მიუღწევია ჰუმანიტარული კატასტროფისთვის.
კორპორაცია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ქველმოქმედმა, ბილ გეიტსმა განაცხადა, რომ კონსპირაციული თეორია მისი მონაწილეობით ადამიანების გლობალური ჩიპიზაციის შესახებ მეტისმეტად სულელურია იმისათვის, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდება უარყოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.