ელისეის სასახლეში ახალი მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაში ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც მონაწილეობდა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რესპუბლიკების საბჭოთა კავშირიდან გასვლის უფლება ნელი მოქმედების ნაღმი იყო, რუსეთმა თავიდან უნდა აიცილოს მსგავსი შეცდომები. როგორც მან აღნიშნა, საბჭოთა კონსტიტუციაში ჩადებული იყო ლენინური თეზისი საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკების გასვლის უფლების შესახებ, სტალინი კი სხვა თვალსაზრისის მომხრე იყო და საბჭოთა კავშირიდან არანაირი გასვლა გათვალისწინებული არ იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სიტყვაში „ამერიკელი გმირების“ დაცვისა და „რადიკალი მემარცხენეების, მარქსისტების, ანარქისტების, აგიტატორების, მოროდიორების“ დამარცხების აღთქმა დადო და განაცხადა, რომ არ დაუშვებს ამერიკის ისტორიული ფიგურების - კონფედერატი გენერლების, მონათმფლობელების - ძეგლების ჩამოგდებას, რასაც ახლახან პროტესტანტების მიერ ჰქონდა ადგილი.
საფრანგეთის მთავრობა გადადგა. ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
რუსეთში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომელიც ნებას რთავს ვლადიმერ პუტინს ქვეყნის სათავეში 2036 წლამდე დარჩეს, ხმების 99.9%-ის დათვლის შემდეგ მოსახლეობის 77.93%-მა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 21.26% იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი კორონავირუსის სამკურნალო წამლის, რემდესივირის მსოფლიოს თითქმის მთელი სამი თვის მარაგი წინასწარ შეისყიდა.
ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედების გეგმები შეაჩერა, - ინფორმაციას BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჯონ ბოლტონმა სასამართლოს მის წინააღმდეგ აღძრული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობით მიმართა. ბოლტონს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი უჩივის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცდილობდა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი მას ხელახლა არჩევნებში დახმარებოდა, აცხადებს ახალ წიგნში თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი. მისი თქმით, ტრამპს უნდოდა, რომ ჩინეთს ამერიკელი ფერმერების წარმოებული სასოფლო-სამეურენო პროდუქცია შეეძინა, როგორც ამას აშშ-ის მედია წერს, რომელსაც გასაყიდად გამზადებული წიგნის დეტალები აქვს განხილული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.