ამერიკის შეერთებული შტატები პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც ერთ დღე-ღამეში კორონავირუსისგან 2,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აშშ-ში ვირუსით 2,108 პაციენტი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამერიკა მალე სიკვდილიანობის მიხედვით გადაუსწრებს იტალიას, სადაც ამ დრომდე კორონავირუსმა ყველაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ადამიანების გადარჩენის მხრივ „უზარმაზარ პროგრესს“ ხედავს. „ჩვენ ვუყურებთ მკაფიო ნიშნებს იმისა, რომ ჩვენი აგრესიული სტრატეგია უთვალავ სიცოცხლეს იცავს“, თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის არსებული რაოდენობა „საშინელებაა“, თუმცა დაამატა: „ჩვენ ვიცავთ უამრავ სიცოცხლეს, იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო. ჩანს, რომ მსხვერპლის რაოდენობა 100,000-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები იქნება. ეს იმაზე გაცილებით ნაკლებია, რაც ჩვენ თავდაპირველად ვთქვით და რაზეც ვფიქრობდით. ითქვა, რომ მსხვერპლი მინიმუმ 100,000 - 200,000-ს შორის იქნებოდა და 2.2 მილიონამდეც კი, თუკი ჩვენ არაფერს გავაკეთებდით“.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100,376 შეადგინა. სიკვდილიანობის ყველაზე მეტი მაჩვენებელი იტალიაშია დაფიქსირებული, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები და ესპანეთი მოყვება.
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი დაუჭირა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, აკრძალოს აღდგომას საფლავებზე გასვლა. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის საპატრიარქოზე დაყრდნობით ავრცელებს.
101 წლის მამაკაცი ყველაზე ხანდაზმული ბრიტანელია, რომელმაც დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი დაამარცხა. ქეით უატსონი საავადმყოფოდან ოთხშაბათს გაწერეს.
იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ფონზე ევროკავშირი, როგორც პროექტი, შესაძლოა, ჩავარდეს. აღნიშნული განცხადება მან BBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.
ვერმონტელმა სენატორმა, ბერნი სანდერსმა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის შეჩერების შესახებ გამოაცხადა, რაც ასპარეზს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უხსნის, გახდეს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი.
ირანში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა. ამჟამად ირანში „კოვიდ-19“ -ით 4003 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას გამოცემა „როიტერსი“ ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათ ვინც კორონავირუსით ეკლესიებში დაინფიცირდება, მხოლოდ ლოცვით ვუმკურნალებთ, - ეს განცხადება იტალიის რეგიონის - კამპანიის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მატეო სალვინმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსისგან 1 დღეში რეკორდულად მაღალი რაოდენობის - 1,736 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რიცხვმა 12,722 შეადგინა, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები 398,000-ზე მეტს აღწევს, რაც მსოფლიოში, სადაც შემთხვვების რაოდენობამ 1.4 მილიონს გადააჭარბა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.