მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს, რომელიც ორშაბათს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ინტენსიური მზრუნველობის განყოფილებაში გადაიყვანეს, პნევმონია არ დაუდგინდა და ხელოვნური სუნთქვის აპარატის გარეშე სუნთქავს, განაცხადა დაუნინგ სტრიტმა.

სრულად...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში ინტენსიური მზრუნველობის პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი კორონავირუსის სიმპტომები „გაუარესდა“, იტყობინება BBC დაუნინგ სტრიტზე დაყრდნობით.

სრულად...

პაკისტანში სამარათალდამცველებმა დააკავეს ექიმები, რომლებიც ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სრულად...

ბრიტანეთში ღია სივრცეებში, სახლის გარეთ ვარჯიში შესაძლოა აიკრძალოს, თუკი ადამიანები სახლში დარჩენის წესებისა და სოციალური დისტანცირების იგნორირებას მოახდენენ, გააფრთხილა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მათ ჰანკოკმა მოსახლეობა.

 

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ამერიკელები, რომ მოემზადონ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ჯერჯერობით „ყველაზე მძიმე კვირისთვის“, განაცხადა რა, რომ მომდევნო დღეებში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მკვეთრ ზრდას ექნება ადგილი. შაბათს, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი შეეცადა „კოვიდ-19“-ისგან ყველაზე მძიმე დარტყმამიყენებული შტატების დამშვიდებას, დაპირდა რა მათ სამედიცინო აღჭურვილობებს და სამხედრო პერსონალს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სრულად...

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსმა კიდევ 708 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობამ 4,313 შეადგინა. ჯანდაცვისა და სოციალური მზრუნველობის დეპარტამენტის მიერ შაბათ შუადღისას გამოქვეყნებული მონაცემები ხუთშაბათ საღამოს 5 საათიდან, პარასკევ საღამოს 5 საათამდე პერიოდს მოიცავს.

სრულად...

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავისი 12-დღიანი კარანტინი დაასრულა და სამუშაოს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც კორონავირუსზე მისმა ტესტირებამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

სრულად...

ექიმი უილიამ ფრანკლენდი, ბრიტანელი იმუნოლოგი, რომელმაც ტრანსფორმირება მოახდინა ალერგიის შესახებ მსოფლიოს გაგებაზე, 108 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანკლენდი, რომლის სამედიცინო კარიერა 70 წელი გაგრძელდა, ცნობილი იყო როგორც „ალერგიის ბაბუა“. მეორე მსოფლიო ომში როგორც ბრიტანული არმიის ექიმმა, მან 3,5 წელი გაატარა იაპონიის პატიმართა სამხედრო ბანაკებში.

სრულად...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო ზომები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. ე.წ. „არასამუშაო“ რეჟიმის პირობებში ქვეყანაში მხოლოდ საჭირო სფეროს თანამშრომლები განაგრძობენ მუშაობას, ყველა სხვა სახლში უნდა დარჩეს. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში ხელფასების გაცემა არ შეჩერდება.

სრულად...

მოელიან, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები“ თავის დაახლოებით 36,000 თანამშრომელს სამუშაო კონტრაქტებს დროებით შეუჩერებს. „ბრიტანეთის ავიახაზებს“, ისევე როგორც მსოფლიოს არაერთ წამყვან ავიახაზებს კორონავირუსის პანდემიამ მძლავრი დარტყმა მიაყენა და უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც გაერთიანებულ პროფკავშირებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მხარეებმა ფართო შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, მაგრამ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერამდე გარკვეული დეტალები უნდა დაზუსტდეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი