იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც დაღუპულთა საერთო რაოდენობა 9,134-ამდე გაზარდა, ინფიცირებულთა ახალმა შემთხვევებმა კი 4,401 შეადგინა და ახლა იტალიაში უკვე კორონავირუსის 66,414 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
დედოფალი ელისაბედ მეორე ორ კვირაზე მეტია რაც პრემიერ მინისტრ ბორის ჯონსონს არ შეხვედრია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, განაცხადა ბუკინგემის სასახლემ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ინფორმაციას BBC თავად პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებს მთელ მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა აქვს ახლა, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანას - ტესტირების 85,500-ზე მეტი პოზიტიური შედეგით, რითაც მან გადაუსწრო ჩინეთს, საიდანაც ახალმა კორონოვირსუმა დაიწყო გავრცელება და ასევე დღემდე მეორე ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანას, იტალიას.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1,000-ს გადააჭარბა, იტყობინება BBC ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით. განახლებული მონაცემებით „კოვიდ-19“-ს აშშ-ში 1,050 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ კი, მას შემდეგ რაც 1 დღეში 10,000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 69,171 შეადგინა.
კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისა და მკაცრი ზომების გამოცხადების შემდეგ ევროპის მთავარი ქალაქები ბოლო კვირების განმავლობაში თითქმის დაცარიელებულია. გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს განცხადებით, ამან ჯანმრთელობის მხრივ დიდი სარგებელი მოიტანა - ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 800-ს მიაღწია, ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევები კი დაახლოებით 55 000-ს შეადგენს. ყველაზე მეტი დარტყმა ნიუ იორკის და კალიფორნიის შტატებმა მიიღეს. ბევრმა შტატმა დახურვის სხვადასხვა დონის შესახებ გამოაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ უფრო ენერგიულად გაიმეორა წინათ გაკეთებული განცხადებების პათოსი და თქვა, რომ ამერიკამ დაუყოვნებლივ უნდა გახსნას თავისი ეკონომიკა და პასუხისმგებლობა ჯანდაცვის ექსპერტებს გადააბრალა. „თქვენ შეიძლება გაანადგუროთ ქვეყანა მისი დახურვით“, განაცხადა ტრამპმა.
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ახალი მკაცრი შეზღუდვები წესდება. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა მოსახლეობას დაუნინგ სტრიტიდან სატელევიზიო მიმართვით ამცნო.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია „დაჩქარებული წესით“ ვრცელდება. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა განაცხადა: „67 დღე დასჭირდა პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან იმას, რომ 100 000-ამდე მიეღწია შემთხვევების რაოდენობას და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000 შემთხვევას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.