გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოაცხადა, რომ თვითიზოლაციაში გადადის მას შემდეგ, რაც ექიმს, რომელმაც იგი შეამოწმა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ დროისთვის მერკელს კორონავირუსი არ გამოვლენია, მაგრამ კარანტინში ყოფნის პერიოდში მას ტესტირება რეგულარულად ჩაუტარდება.
იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 793 ადამიანი დაიღუპა, რაც მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე საშინელი კრიზისია, იტყობინება BBC. ჯამში, მთელი იტალიის მასშტაბით ვირუსისაგან უკვე 4 825 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირებულთა რაოდენობა 53 500-ზე მეტს შეადგენს, მათგან 6 500 პარასკევის შემდეგ დაემატა.
ჩინეთში უკვე მესამე დღეა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ახლა ქვეყანა იმპორტირებული ინფექციისა და ახალი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რადგან ყოველდღიურად ვლინდება ვირუსის უცხო ქვეყნებიდან შეტანის შემთხვევები, რაც ახალი წუხილის საგანს წარმოადგენს.
ახალი კორონავირუსის მზარდი გავრცელების ფონზე დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოლაპარაკებებს გამართავს სუპერმარკეტების ხელმძღვანელებთან იმისათვის, რომ მათ თაროებზე პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნას და მოსახლეობაში ამჟამად არსებული პანიკა დაცხრეს.
ესპანეთში ერთ დღეში ახალი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 324-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1 326 შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი. მხოლოდ ერთ დღეში 5 000-ზე მეტი ახალი დადასტურებული შემთვევაა გამოვლენილი და დაავადებით რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა 24 926-ს შეადგენს.
აშშ-ის რამდენიმე შტატმა დახურვის შესახებ გამოაცხადა, რაც ხუთიდან ერთი ამერიკელისთვის „დარჩი სახლში“ ბრანების დამორჩილებას ითვალისწინებს. კონეკტიკუტი და ნიუ ჯერსი უერთდებიან ილიონოისს და კალიფორნიას და ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, მოუწოდებენ მოქალაქეებს დარჩნენ სახლში. ნიუ იორკის შტატმა არასაჭირო ბიზნესები დაავალდებულა დაიხურონ.
იტალიაში ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შეადგინა - ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 627 ადამიანი, ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 4 032-ია. ქვეყანაში კორონავირუსის 47 021 შემთხვევაა დადასტურებული.
დიდი ბრიტანეთი უმუშევრად დარჩენილ თავის მოქალაქეებს ხელფასის უდიდეს ნაწილს აუნაზღაურებს. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მთავრობა დასაქმებულებს, რომლებიც სხვადასხვა ობიექტების დაკეტვის შემდეგ დროებით უმუშევარი დარჩნენ ხელფასის 80%-ს გადაუხდის, თვეში 2 500 ფუნტ სტერლინგამდე (საქართველოს ეროვნული ბანკის 20 მარტის ოფიციალური კურსით, 9 400 ლარი).
კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით საზკვების ობიექტები -კაფეები, ბარები და რესტორნები უნდა დაიკეტოს პარასკევ ღამიდან, გარდა საკვების გამოძახებით მიღების მომსახურების ობიექტებისა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა.
ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობით მეოთხე ქვეყანა გახდა მსოფლიოში - ჩინეთის, იტალიის და ირანის შემდეგ. უახლესი მონაცემებით, ინფექციით დაღუპული პაციენტების რიცხვმა იქ 1 002-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობა კი, თითქმის 20 000-ია. ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 1588 ადამიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.