მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სამხრეთ კაროლინაში „დემოკრატიული პარტიის“ პრაიმერში დიდი უპირატესობით გამარჯვების მოპოვებამ გაუჩინა იმის შანსი, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი იყოს მოქმედი „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის მეტოქე, მიუხედავად იმისა, რომ ამავე შტატში მეორე ადგილზე გასული მემარცხენე ფრთის ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი დღეს არსებული მდგომარეობით მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს. გაცილებით მკაფიო სურათი მიმდინარე კვირას, სუპერ სამშაბათის კენჭისყრისას გამოიკვეთება, როცა უკვე დანარჩენ 14 შტატში ერთდროულად გაიმართება არჩევნები. სამხრეთ კაროლინა მხოლოდ მეოთხე შტატია, სადაც ამ დრომდე კენჭისყრა შედგა.

სრულად...

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსით პირველი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ახალი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ვაშინგტონის შტატში დაიღუპა.

სრულად...

ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სრულად...

სულ მცირე 210 ადამიანია გარდაცვლილი ირანში ახალი კორონავირუსის დაავადების გავრცელების შედეგად, იტყობინება BBC ირანის ჯანდაცვის სისტემის წყაროებზე დაყრდნობით.

სრულად...

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭო დღეს, თურქეთის მოთხოვნით, საგანგებო კონსულტაციებს გამართავს. კონსულტაციებში მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები მიიღებენ.

სრულად...

მოკლულია სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი და ჭრილობები აქვს მიყენებული ათეულობით სხვას სირიის „რეჟიმის ძალების“ მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ჩრდილო-დასავლეთ სირიაში, იდლიბის პროვინციაში, იტყობინება BBC თურქეთის უმაღლეს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. სხვა ცნობების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა უფრო მეტს შეადგენს.

სრულად...

ირანის ვიცე-პრეზიდენტს ქალებისა და საოჯახო საკითხებში მასუმე ებტეკარს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა „ფრიად, ფრიად მზად არის“ გაუმკლავდეს კორონავირუსს. მან ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეპიდემიის გავრცელების წინააღმდეგ შექმნილი შტაბის ხელმძღვანელად დანიშნა.

სრულად...

ინდოეთის ქალაქ ნიუ-დელიში მუსლიმებსა და ინდუისტებს შორის შეტაკებების შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...

ირანში, სადაც ბოლო დღეებში კორონავირუსმა მძლავრად იფეთქა და უკვე15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისა და ასევე ერთ-ერთი დეპუტატის შემოწმებამ ახალ ვირუსზე, დადებითი შედეგი აჩვენა. ირანი ჩინეთის საზღვრებს გარეთ სამიდან ერთ-ერთი ცხელი წერტილია, სადაც შიშობენ, რომ ვირუსი შესაძლოა პანდემური გახდეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი