იტალიის მთავრობა ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლასა და უნივერსიტეტს 2 კვირით დახურავს, რაც ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქებას უკავშირდება, იტყობინება BBC ახალი ამბების სააგენტო „ანსაზე“ დაყრდნობით.
დაღუპულია 25 ადამიანი ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატში, რომლის ცენტრალურ ნაწილსაც ტორნადომ გადაუარა. ინფორმაციას BBC შტატის გუბერნატორ უილიამ ლიზე დაყრდნობით ავრცელებს. ლის განცხადებით, ადამიანების ნაწილი დაკარგულად არის გამოცხადებული.
ჯო ბაიდენმა სუპერ სამშაბათს 14 შტატიდან 8-ში გაიმარჯვა, რაც მისი „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატობის გზაზე უდიდესი წარმატებაა. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გამარჯვებები მოიპოვა მასაჩუსეტში, მინესოტაში, ოკლაჰომაში, არკანზასში, ალაბამაში, ტენესიში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვირჯინიაში.
კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად, იტყობინება BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე - The Global Times -ზე დაყრდნობით. მანამდე ინფექციით, ჩინელი ექიმი ლი ვენლიანძი, რომელიც ცდილობდა პირველი გაფრთხილებების გავრცელებას მომაკვდინებელი კორონავირუსის აფეთქების თაობაზე, გარდაიცვალა.
83 წლის რომის პაპს ახალი კორონავირუსის ტესტირებისას ნეგატიური შედეგი გამოუვლინდა, იტყობინება იტალიური მედია.
კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა ახალი კორონავირუსით ამერიკის შეერთებული შტატების ვაშინგტონის შტატში და საერთო ჯამში იქ დაღუპულთა რაოდენობამ 6 შეადგინა.
ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ - მას შემდეგ, რაც ეგზიტ პოლები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც იგი მთავარ მეტოქეს, ბენი განცს უსწრებს - განაცხადა, რომ ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მან მოიპოვა.
მეორე ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსისგან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონის შტატის კინგის ოლქში, იტყობინება CNN ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ გავრცელებულ პრეს რელიზზე დაყრდნობით.
სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა ჩინელ მამაკაცს, რომელმაც იუნანის პროვინციაში კორონავირუსის შესამოწმებელ პუნქტთან ჯანდაცვის ორი ოფიციალური პირი მოკლა, იტყობინება CNN პროვინციის მთავრობაზე დაყრდნობით.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, იტყობინება სომხური მედია ქვეყნის პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე დაყრდნობით. პრემიერის განცხადებით, ვირუსით დაავადებული პაციენტი 29 წლის სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა. იგი თავის ცოლთან ერთად მგზავრობდა, რომლის ტესტირებამ ნეგატიური შედეგი აჩვენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.