მსოფლიო

სამგზავრო თვითმფრინავი თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაფრენისას ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს ასცდა და სამ ნაწილად გადატყდა, შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაზიანება მიიღო 157-მა ადამიანმა, მათ შორის ორმა, თურქმა და სამხრეთ კორეელმა მფრინავმა, სერიოზული, იტყობინება მედია.

სრულად...

33 ადამიანია დაღუპული და ათეულობით ზვავშია მოყოლილი თურქეთში მთის ფერდობზე მეორე ზვავის ჩამოწოლის შედეგად. დაახლოებით 300 მაშველი იმყოფება შემთხვევის ადგილას, ირანთან აღმოსავლეთ საზღვრის სიახლოვეს, სადაც სამშაბათს ჩამოწოლილმა ზვავმა 5 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სრულად...

კონგრესში ყოველწლიურ გამოსვლამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის ხელი არ ჩამოართვა იმ დროს, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა პელოსის და მის გვერდით მდგომ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს საკუთარი გამოსვლის ტექსტის ასლები გადასცა.

სრულად...

კორონავირუსით ერთი ადამიანი ფილიპინებში გარდაიცვალა, რაც აღნიშნული ვირუსით დაავადებულის დაღუპვის პირველი შემთხვევაა ჩინეთის გარეთ. გარდაცვლილია 44 წლის ჩინელი მამაკაცი ვუხანიდან, ჰუბეის პროვინციიდან, სადაც ვირუსი პირველად გამოვლინდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იგი როგორც ჩანს ინფიცირებული იყო უკვე, როცა ფილიპინებში ჩავიდა.

სრულად...

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა მისი 47-წლიანი წევრობისა და რეფერენდუმზე ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ კენჭისყრიდან სამ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. ისტორიული მომენტი ქვეყანაში ზეიმით და ამავე დროს ანტი-ბრექსიტის პროტესტით აღინიშნა.

სრულად...

რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევა დადასტურდა. აღნიშნულის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.

სრულად...

ახალი კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ იმ ფონზე, როცა ეპიდემია განაგრძობს ჩინეთის საზღვრებს გარეთ გავრცელებას. „ამის გამოცხადების მთავარი მიზეზი ის კი არ არის, რაც ჩინეთში ხდება, არამედ ის, რაც სხვა ქვეყნებში ხდება“, განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადჰანომ ღებრიესუსმა. წუხილის საგანს წარმოადგენს ის, რომ ვირუსი შესაძლოა გავრცელდეს ისეთ ქვეყნებში, რომელთაც უფრო სუსტი ჯანდაცვის სისტემები აქვთ.

სრულად...

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რომელიც იერუსალიმს „ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად“ მიიჩნევს. გეგმა პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ განიხილავს და აღიარებს ისრაელის სუვერინეტეტს დასავლეთ სანაპიროს ახალშენებზე.

სრულად...

ჩინეთში, კარანტინში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი, საკვებს რობოტი ურიგებს.

სრულად...

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 132-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი